„იუვენტუსმა“ შესაძლოა ედინსონ კავანი დაიმატოს. იტალიური მედიის ცნობით, ტურინელთათვის 33 წლის ურუგვაელის ვარიანტი ისევ აქტუალური გახდა. „ბებერი ქალბატონი“ გონსალო იგუაინის შემცვლელს ეძებს, რომლის კლუბიდან წასვლა გადაწყვეტილია. აქამდე, „იუვეს“ ყველაზე აქტიურად ედინ ჯეკოსა და ლუის სუარესს უკავშირებდნენ, თუმცა, ორივე ტრანსფერი ჩიხშია შესული.
ჯეკოს „რომა“ არ უშვებს, ხოლო სუარესი „ბარსელონას“ აღარ სჭირდება, მაგრამ კლუბის მისი უფასოდ გასხვისების წინააღმდეგია და ტურინულ გრანდს მხოლოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს მისი დამატება. გარდა ამისა, სუარესს იტალიაში სათამაშოდ ევროკავშირის პასპორტი სჭირდება, რომლის აღებას გარკვეული დრო სჭირდება. ყველა ზემოხსენებული დაბრკოლების გათვალისწინებით, „იუვენტუსი“ ისევ კავანის მიუბრუნდა და როგორც ცნობილი გახდა, მოთამაშეს დაუკავშირდა კიდეც.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ურუგვაელს ანდრეა პირლოს გუნდის ხელმძღვანელობა მანამდე დაუკავშირდა, თუმცა „მატადორმა“ „ნაპოლის“ ერთგულების მიზნით ტრანსფერზე უარი თქვა. მიუხედავად ამისა, ახლა ვარაუდობენ, რომ ახალი კლუბის ძიებაში მყოფი კავანი აზრს შეიცვლის.
შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანიმ პსჟ დატოვა (301 მატჩი, 200 გოლი) და თავისუფალი აგენტია. მას ლისაბონის „ბენფიკასთან“ გარიგება ჩაეშალა, ბოლო დროს ბრაზილიურ „გრემიოსაც“ უკავშირებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვაფშე არ ჭირდებოდათ ჩემი აზრით. ჟოზეს ვემხრობი ამ საკითხში, 3 ფორვარდი საკმარისია გუნდში, + ახალგაზრდების კარგი თაობა ყავთ ჯერ რასაც ვხედავ
არც ღირს 55 მილიონი რაა, სულ არ მეწყინება , ეგეც კაი მუდოა
იმედია ტრავმას მოირჩენს და ძველებურად ათამაშდება. არა გასაშვები ფალკაო ვან პერს მაინც აჯობებს.
ვან პერსის ფეხის ბრჩხილიც არ რირს ფალკაო
არცეთი არაა ფორმაში და იმდენი ფულის გადახდა მკვარ სულში მართლა არ ღირს,მ სჯობს მცველი იყიდონ
ვან პერსი არ მევასება მაგრამ მანჩესტერისთვის პატარა საქმს არ აკეთებს.
ღირსია ეს ცოცარი რეალს უარი უთხრა და იყოს ეხლა და ეხვეწოს მანიუს დარჩენაზე
თუ ფალკაოს ტრანსფერი არ მოხერხდა აუცილებლად კავანიზე უნდა გადაერთოს მანიუ. რთული იქნება მისი ყიდვა მაგრამ არა შეუძლებელი.
დაენძრა რადამელას
ერთი აქ გატანილი ავტორჯან. ))) ამასკი არ დაადგა საშველი მქონი ქრონიკული ტრავმა აქ ამას.
ორი? მეორე დუბლებში შეაგდო?
