ტურ დე ფრანსის მე-7 ეტაპზე გამარჯვება ისევ ბელგიელმა ვუტ ვან აერტმა მოიპოვა, ვითვისაც ეს მიმდინარე ველომარათონზე მეორე ტრიუმფია. მის გუნდ „ჯუმბო-ვისმასთვის“ კი ეს უკვე მესამე მოგებული ეტაპია - ერთხელ ფინიში პირველმა სლოვენიელმა პრიმოჟ როგლიჩმა გადაკვეთა, ვინც ტურის ერთ-ერთი ძირითადი ფავორიტია.
ყვითელი მაისურის პრეტენდენტთა სიას ერთი მრბოლი - სლოვენიელი ტადეი პოგაჩარი (UAE-ტიმ ემირატსი) გამოაკლდა, რომელმაც ქარის აკომპანიმენტით ჩატარებულ 168-კილომეტრიან რბოლაში, წუთზე მეტი დაკარგა და მოწინავე ათეულს მიღმა დარჩა. ამასთან, 21 წლის პოგაჩარმა თეთრი მაისურიც (საუკეთესო დებიუტანტისთვისაა) დაკარგა.
პოგაჩარის გარდა, ქარიანმა ამინდმა ცუდი სამსახური ბევრ ველომრბოლს გაუწია. მაგრამ მათ შორის არ იყო ყვითელი მაისურის მფლობელი, ბრიტანელი ადამ იაიტსი (მიჩელტონ-სკოტი), რომელმაც დსტანცია ძირიტად ჯგუფთან ერთად გაიარა. ის როგლიჩს სამ წამს უგებს. მესამე ადგილზე ფრანგმა გიიომ მარტინმა გადაინაცვლა, ვინც ლიდერს ცხრა წამით ჩამორჩება.







