ჩოგბურთი

3:31 | 5.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოფინმა მესამე წრეში კრაინოვიჩს მოუგო

აშშ-ის ღიაზე მეშვიდე ნომრად განთესილმა ბელგიელმა დავიდ გოფინმა სამ სეტში, 6-1 7-6(5) 6-4 აჯობა სერბ ფილიპ კრაინოვიჩს და მეოთხე წრეში თამაშის უფლება მოიპოვა. ეს ზედიზედ მეოთხე აშშ-ის ღიაა, რომელშიც გოფინი მეოთხე წრეში ითამაშებს.

ბელგიელმა თამაში აგრესიულად დაიწყო და პირველ სეტში მოპოვებული სამივე ბრეიკ პოინტი გამარჯვების ქულად აქცია. ამაში ხელი იმანაც შეუწყო, რომ კრაინოვიჩს მეორე მოწოდებაზე თამაში უჭირდა.

მეორე სეტში სერბმა თამაში გაათანაბრა. ორივე ჩოგბურთელმა ორ-ორი ბრეიკ პოინტი მოიგო და სეტიც ტაიბრეიკში გადავიდა, სადაც გოფინი უფრო სტაბილური იყო. მანვე მესამე სეტის დასაწყისშივე შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. 26-ე ნომრად განთესილმა კრაინოვიჩმა ანგარიშის გათანაბრება კი შეძლო, მაგრამ მეათე გეიმში, მსოფლიოს მე-10 ჩოგანმა გოფინმა ისევ მიაღწია ბრეიკს და შეხვედრასაც დაწყებიდან ორ საათში წერტილი დაუსვა.

მისი მომდევნო მეტოქე, მე-12 ნომრად განთესილ კანადელ დენის შაპოვალოვსა და მე-19 ნომრად განთესილ ამერიკელ ტეილორ ფრიცს შორის მოგებულს შეხვდება.

0.104531