ფეხბურთი

2:07 | 5.09.2020 | ნანახია 1187 - ჯერ

იტალიელთა კომიკური იაღლიში: კიელინის ნაცვლად აჩერბიმ შეცდომით ითამაშა

იტალიის ნაკრების ფეხბურთელი ფრანჩესკო აჩერბი ბოსნიასთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში შემთხვევით მოხვდა. როგორც Rai Sport-ი იტყობინება, რობერტო მანჩინის დაცვის ცენტრში ლეონარდო ბონუჩისთან გუნდის კაპიტანი ჯორჯო კიელინი ჰყავდა შეწყვილებული.

თუმცა, უეფასთვის შემადგენლობის გაგზავნისას ჯორჯოს ნაცვლად შეცდომით აჩერბი ჩაწერეს. როდესაც ეს იაღლიში მანჩინიმ შეამჩნია, უეფას სთხოვა „ლაციოს“ მცველის ნაცვლად „იუვენტუსის“ კაპიტნის სასტარტოში გამწესება, მაგრამ უარი მიიღო. შედეგად, აჩერბიმ ითამაშა, ხოლო კიელინის სათადარიგო სკამზე მოუწია ჯდომა.

შეგახსენებთ, „სკუადრა აძურამ“ ფლორენციაში ბოსნიას ვერ მოუგო (1:1), ედინ ჯეკოს გოლი სტეფანო სენსიმ გაქვითა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:44 | 05.09.2020
kakhaberry (2630)

ისე, საბოლოო შემადგენლობა რამდენი ხნით ადრე იგზავნება უეფასთან და რა მოხდება, გაგზავნიადნ მატჩის დაწყებამდე რო ვინმეს რამე მოუვიდეს? ტრავმა, ცუდად გახდომა, ფაღარათი ))))

14:43 | 05.09.2020
kakhaberry (2630)

და შეცვლები არ ქონდათ თუ რა, ვერ შეიყვანდნენ კიელინის რო ნდომებოდათ? 5 ცვლილებაა ბოლოსდაბოლოს დასაშვები )))))

0.117801