ფეხბურთი

0:18 | 5.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კაი ჰავერტცი "ჩელსის" ფეხბურთელია

ლონდონის „ჩელსიმ“ ნიჭიერი გერმანელი ფეხბურთელი კაი ჰავერტცი გაიფორმა. როგორც ინგლისური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, ჰავერტცმა 5-წლიან ხელი კონტრაქტს მოაწერა.

„ლევერკუზენმა“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო მიიღო, რასაც ბონუსის სახით 8 მილიონი ევროც დაემატება. ჰავერტცი „ჩელსის“ მეხუთე ახალწვეულია მიმდინარე ზაფხულს ტიმო ვერნერის, ჰაკიმ ზიეჩის, ბენ ჩილველისა და ტიაგო სილვას შემდეგ.

„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ აქ ყოფნით. ჩემთვის ეს ოცნებაა, რომელიც ასრულდა და ისეთ დიდ გუნდში მოვხვდი, როგორიცაა „ჩელსი“ და ველოდები შეხვედრას ყველა ფეხბურთელთან და მწვრთნელთან“, - თქვა ჰავერტცმა.

გერმანელ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ „ჩელსის“ მენეჯერმა მარინა გრანოვსკაიამ კომენტარი გააკეთა:

„კაი თავის ასაკში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ამიტომ, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მისი მომავალი „ჩელსიშია“. მან თავისი შესაძლებლობები ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში დაამტკიცა, ნიჭიერი და მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია გუნდს მისი მრავლფეროვნება და ხარისხი შევმატეთ“, - აღნიშნა გრანოვსკაიამ.

შეგახსენებთ, კაი ჰავერტცი „ლევერკუზენის“ აკადემიის აღზრდილია და „ფარმაცევტთა“ მთავარ გუნდში 150 მატჩში 46 გოლი გაიტანა.

0.119637