„დინამო თბილისში“ ვიქტორ მონხილი დაბრუნდა. ესპანელმა მცველმა საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტი 2021 წლის ბოლომდე გააფორმა.
მონხილი ბოლოს ინდოეთის ჩემპიონატში ატკ-ს ღირსებას იცავდა, სადაც 9 თამაში ჩაატარა. მისთვის „დინამო თბილისი“ ნაცნობი ადგილია, სადაც 2019 წელს ითამაშა და 43 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
მანამდე 28 წლის ფეხბურთელს „ლევანტე 2“-ის, „პონტევედრას, „მერიდას“, „ალკოიანოს“, „ატლეტიკო 2“-სა და „ვალიადოლიდის“ რიგებში უთამაშია.