ფეხბურთი

22:35 | 4.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "კლუბის ხელმძღვანელობა, ბართომეუს მეთაურობით, კატასტროფაა"

ლიონელ მესიმ Goal-თან საუბრისას ხოსეპ მარია ბართომეუ და მთლიანად კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა. არგენტინელმა აღნიშნა, რომ კლუბმა მისი წასვლის სურვილის შესახებ ჯერ კიდევ გასული სეზონის დაწყებამდე იცოდა, თუმცა საბოლოოდ "ბარსელონაში" დარჩენა მოუწია.

"ბედნიერი არ ვიყავი და წასვლა მინდოდა. წასვლის საშუალება არც ერთ ვარიანტში არ მქონდა და ვრჩები კლუბში ყოველგვარი სასამართლო დავების გარეშე. კლუბის ხელმძღვანელობა ხოსეპ მარია ბართომეუს მეთაურობით კატასტროფაა. კლუბს ვუთხარი, განსაკუთრებით პრეზიდენტს, რომ წასვლა მინდოდა. მათ ეს იცოდნენ გასული სეზონის დაწყებამდე და ამას ბოლო 12 თვის განმავლობაში ვახსენებდი. მაგრამ აქ ვრჩები, რადგან არ მინდა დავიწყო "ლეგალური" ომი." - აღნიშნა მესიმ.

0.117672