ფეხბურთი

1:59 | 6.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” ბასკები არ დაინდო

სახელებით რომ ვიმსჯელოთ, დაძაბული და საინტერესო შეხვედრა უნდა გვენახა “სანტიაგო ბერნაბეუზე”, მაგრამ ბასკების საშინელი ფორმა და პირიქით, “რეალის” შთამბეჭდავი თამაში ამის თქმის საშუალებას ნაკლებად იძლეოდა. მასპინძლებმა “ბილბაო” ზედმეტი პრობლემების გარეშე გაანადგურეს. ბასკების რბევა მე-2 წუთზე კრიშტიანო რონალდუმ დაიწყო თავური დარტყმით, ხოლო ტაიმის ბოლო ბენზემამ ორამდე გაზარდა სხვაობა.
მეორე ნახევარშიც “ბლანკოსი” დუმინირებდა და 55-ე წუთზე პორტუგალიელმა ვარსკვლავმა დუბლი გაიფორმა. 69-ე წუთზე უკვე ბენზემამ შეასრულა დუბლი, ხოლო 88-ე წუთზე რონალდუმ მესამეც გაიტანა და ბასკების ცოდვილობას დაუსვა წერტილი – 5:0. კრიშტიანოს ლა ლიგის მე-7 ტურისთვის უკვე 13 გოლი დაუგროვდა.

ადვილად დაამარცხა “სევილიამ” “დეპორტივო”, რომელიც წელსაც გავარდნის ერთერთი უმთავრესი კანდიდატია. დუბლით გამოირჩა სტეფან მ’ბია, ხოლო თითო გოლი ვიტოლომ და ბაკამ გაიტანეს, რომელმაც პენალტი ვერ გამოიყენა. გალისიელთაგან პრესტიჟის გოლი ჰარის მედუნჯანინმა შეაგდო.

“ესპანიოლმა” შინ “სოსიედადი” დაამარცხა სტუანისა და ლუკასის გოლებით, ხოლო “ვილიარეალმა” მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აგემა “სელტას”.

სევილია – დეპორტივო 4:1 (2:1)


სევილია, “რამონ სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1): ბეტო, პარეხა (კრიჩოვიაკი 84), კარისო, კოკე, ტრემულინასი, მ’ბია, ბანეგა, ვიტოლო, დეულოფეუ (რეიესი 74), სუარესი, ბაკა (ასპასი 79).
მწვრთნელი: უნაი ემერი

დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, სიდნეი, ლოპო, ლუისინიო, ლაურე, ბერგენტინოსი, მედუნჯანინი, ხუანფრანი, ხ.როდრიგესი (ვილკი 64), ფარინა (კავალიერო 59), ტოჩე (კანელია 79).
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი

გოლები: 1:0 მ’ბია (24), 1:1 მედუნჯანინი (31), 2:1 ბაკა (39), 3:1 მ’ბია (57), 4:1 ვიტოლო (63).
გაფრთხილებები: მ’ბია, კოკე – ლუქსი, ვილკი
მსაჯი: ხილ მანსანო
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 16(10)-7(5), ჯარიმა: 11-10, კუთხური: 9-2, თამაშგარე: 5-1, სეივი: 4-6

სელტა – ვილირეალი 1:3 (1:2)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, პლანასი (ჯონი 69), კაბრალი, ფონტასი, მალიო, ა.ლოპესი (ჩარლესი 84), რადოხა (მადინდა 75), ნოლიტო, კრონ-დელი, ორელიანა, ლარივეი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

ვილიარეალი (4-4-2): ასენხო, პაულისტა, მარინი, გასპარი, რუისი, სორიანო, მ.გომესი (კანი 73), ტრიგეირასი, ჩერიშევი (ჯონათან დოს სანტოსი 65), ჯოვანი დოს სანტოსი (ვიეტო 67), უჩე.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

გოლები: 0:1;0:2 მ.გომესი (32;33), 1:2 ლარივეი (44), 1:3 მარიო (91).
გაფრთხილებები: ფონტასი, კრონ-დელი, ორელიანა, ჯონი – მარინი, პაულისტა, მ.გომესი, კანი
გაძევება: ფონტასი (86).
მსაჯი: იზკუერდო ალვარესი
ბურთის ფლობა: 67%-33%, დარტყმა: 15(6)-11(4), ჯარიმა: 15-22, კუთხური: 11-4, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-5

ესპანიოლი – სოსიედადი 2:0 (1:0)

ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-4-2): კასილია, ალვარო, კოლოტო, ხ.ლოპესი, ფუენტესი, ვ.სანჩესი, კანიასი, ვ.ალვარესი (მონტანესი 72), ლუკასი, ს.გარსია (ბაილი 89), კაისედო (სტუნი 63).
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი, გონსალესი, მარტინესი, ზალდუა, დე ლა ბელა (გეზთანაგა 46), ზურუტუზა, ბერგარა, კანალესი (კასტრო 61), პრიეტო (ფინბოგასონი 70), ველა, აგირეჩე.
მწვრთნელი: ხაგობა არესატე

გოლები: 1:0 ლუკასი (7), 2:0 სტუანი (92).
გაფრთხილებები: კანიასი, ხ.ლოპესი, ფუენტესი, სანჩესი, ალვარო, კოლოტო – გეზთანაგა, გონსალესი
მსაჯი: მელერო ლოპესი
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 10(4)-13(4), ჯარიმა: 20-12, კუთხური: 4-4, თამაშგარე: 3-4, სეივი: 4-2

რეალი – ბილბაო 5:0 (2:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): კასილასი, რამოსი (ვარანე 46), პეპე, მარსელო, კარვახალი, კროოსი (ილარამენდი 74), როდრიგესი, მოდრიჩი, რონალდუ, ბეილი, ბენზემა (ისკო 79).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, გურპეგი, დე მარკოსი, ბალენსიაგა, მ.რიკო, იტურასპე, მუნიაინი (ეჩეიტა 74), ბენიატი (იბაი 46), სუსაეტა (უ.ლოპესი 62), ფერნანდესი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 1:0;3:0;5:0 რონალდუ (2;55;88), 2:0;4:0 ბენზემა (41;69).
გაფრთხილებები: რამოსი – დე მარკოსი, ბალენსიაგა
მსაჯი: ალეხანდრო ფერნანდესი
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 19(14)-6(5), ჯარიმა: 9-10, კუთხური: 8-7, თამაშგარე: 9-1, სეივი: 5-9

ბომბარდირები: რონალდუ (“რეალი”) – 13. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 7. მესი (“ბარსელონა”) – 6.

თეგებილა ლიგა
0.111181