ესტონეთის ნაკრების კაპიტანმა კონსტანტინ ვასილიელმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. გამოცდილი ფეხბურთელის განცხადებით, ქართულ ფეხბურთს ძალიან კარგად იცნობენ და მეტოქის კოზირები იციან.
ვასილიევის აზრით, ქართველი ფეხბურთელები ზოგჯერ ამპარტავნები არიან და საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი გუნდია.
„საქართველოს ნაკრები, როგორც ყოველთვის ფიზიკურად ძლიერია და ტექნიკური თავდამსხმელები ჰყავს. შეიძლება რაღაც მომენტში ისინი ამპარტავნები არიან. ჩვენ მათ წინააღმდეგ ადრეც გვითამაშია და ქართული ფეხბურთის კულტურა მუდმივად მსგავსი იყო. შესაძლოა, სლოვაკი მწვრთნელი მათ თამაშს ცოტათი აბალანსებს, მაგრამ საქართველოს კოზირები ცნობილია.
ბურთის ფლობაზე უნდა გავამხვილოთ ყურადღება, რადგან თუ ბურთი გვექნება, ბურთის გარეშე მინდორზე მორბენალი ქართველების სათამაშო განწყობა შეიძლება გავაფუჭოთ. დაცვაში ყოველ წამს კონცენტრირებული უნდა ვიყოთ და იმედია საგოლე მომენტებს კარგად გამოვიყენებთ.
კორონავირუსს ჩვენზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, ტესტებს და ნიღბებს გავუმკლავდებით, მაგრამ ფეხბურთი იმისთვისაა შექმნილი, რომ მაყურებელმა ისიამოვნოს და ფეხბურთელმა ტრიბუნისგან ენერგია მიიღოს. ჩვენ ახლა სამწუხაროდ ეს შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან აუდიტორია არ იქნება. მიუხედავად ამისა, სახლში თამაში უპირატესობაა, რადგან სტადიონს კარგად ვიცნობთ. მეტოქემ იმოგზაურა და სიტუაციას უნდა მოერგოს, შესაძლოა ამინდსაც“, - აღნიშნა ესტონელთა კაპიტანმა.
შეგახსენებთ, ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფის პირველი ტურის მატჩი ესტონეთსა და საქართველოს შორის 5 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
4 ქულა კაია მარა ეს არაფერს არ ნიშნავს მთავარი ისაა რომ სიტის უძლეველობის კომპექსი ჩელსიმ და ახლა პალასმა ძირს დასცეს ყველა ვერ მოუგებს მაგრამ აქამდე თუ უბრალოდ იდგნენ სიტისთან მოედანზე (მაგალითად სოტონი ვესტჰემი და კიდე რამდენიმე საერთოდ უმოძრაოდ მოგებული თამაში ჰქონდათ წელს) ახლა მიხვდებიან რო ბრძოლას მაინც აქვს აზრი მთავარი ესაა
ეტიჰადამდე 4 ქულა ნამდვილად უნდა შევინარჩუნოთ რომ სიტი ვაიძულოთ ბოლომდე შემოგვიტიოს ენფილდზე საერთოდ სხვა თამაში ითამაშა პეპმა უფრო კონტრაზე და ჩაკეტილი თამაშის მერეც განაცხადა მხოლოდ გიჟი თუ გახსნის ლივერპულთან ბოლომდე თამაშსო მაგიტომაც ვერაფერი ვერ ქნა ლივერპულმა სიტის კი იმკონტრაზეც კი შეექმნა შანსები მაგალითად პენალტი შემთხვევითOბა იყო მაგრამ მაინც კონტრშეტევა იყო ახლა კი მოუწევს თავის თავზე გადახტომა პეპიკოს და მანდ შეიძლება დაჭერა ნუ პირველი წრისგან განსხვავებით უფრო მეტი შანსი გვექნება დარწმუნებული ვარ
მანჩესტერს წარმატებები :დ არაა ჩვენი კონკურენტი ამ ეტაპზე
კია დაქოქილი ჯერჯერობით
ლივერპულის 4 ქულიანი ფორა უკვე თემაა. ეხლა მთავარია საშობაო DეDისტ***ნა გადააგორონ ღირსეულად კლოპის ბიჭებმა და დანარჩენს პახოდუ მოევლება.
მთავარია ყველანაირი რესურსი არსებობს, რომ სიტისთან ბოლომდე იბრძოლონ.
კაცი დანიშნული არ იყო და უკვე ზოგი ექსპერტი აუ როდის გაუშვებენ აუ ნეტა ვინ შეცვლის ნეტა პსჟ რა ანგარიშით გაანადგურებს, მანჩესტერს კიდე ასეთი გამოუცდელი ტრენერი უნდოდა და ა.შ . დავიწყოთ მისი შედეგებით კაცმა 13 წლიანი პაუზის შემდეგ მიოლდე გაიყვანა ევროტურნირებზე საკვალიფიკაციოებზე ჰყავს გაგდებული ისეთი გუნდები როგორეებიცაა ჰერენვენი და სტანდარტი ხოლო იმ ჯგუფში გავიდა პირველზე სადაც იყვნენ : ფენერბაჰჩე, აიაქსი და სელტიკი, წლევანდელ სეზონში კი პლეიოფში რა ბრძოლა გაუმართა ზენიტს.... მიოლდე 2ჯერ ჩემპიონი გახადა ნორვეგიის 2ჯერ ვიცეჩემპიონი, აქვს სუფთა მანჩესტერული შემტევი ტაქტიკა და სტრატეგია არის ძალიან ელეგანტური მწვრთნელი და ზის მანჩესტერის ფილოსოფიაში, ხოდა კიდე ზიდანი როცა რეალში დაინიშნა რა სამწვრთნელო მიღწევები ჰქოონდა?! იყო რეალის მეორე გუნდის მწვრთნელი და ანჩელოტის ასისტენტი მაგრამ კაცმა ზედიზედ 3 ჯერ დადო ჩ.ლიგა ასე რომ დრო გვიჩვენებს რო ეს კაცი მართლაც ძაალიან კარგი მწვრთნელია და მჯერავს მანჩესტერში ბევრ და კარგ სეზზონებს ჩაატარებს. ეიფორიაში ჩავარდნა არ ღირს რადგან ეს მხოლდ კარდიფი იყო მაგრამ მე ამ კაცის მჯერავს
4ქულა სიტი ლივერპულამდე თუ შენარჩუნდა კაია
კარდიფთან თამაში დიდი საზომი ვერააა მაგრამ ესე ლამაზი თამაში დასაფასებელია. სწორი შემადგენლობა და მოტივაცია. ლოვერპულს კარგი საჩუქარი გაუკეთეს 4 ქულა ცოტა წნეხს მოუხსნის.
მკვლელი ბავშვის სახით
ვიცოდი რომ კარგი მატჩი გამოვიდოდა..
ყოველშემთხვევაში ფეხბურთს მაინც თამაშობდნენ, დანარჩენი ვნახოთ : )