ფეხბურთი

22:10 | 4.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "არასდროს მივმართავ სასამართლოს "ბარსელონას" წინააღმდეგ"

ლიონელ მესიმ "ბარსელონაში" დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება ფეხბურთელმა Goal-ს ამცნო და აგრეთვე განაცხადა, რომ სასამართლოში "ბარსელონას" არასდროს უჩივლებს.

"კლუბიდან წასვლის კიდევ ერთი გზა არსებობდა და ეს იყო სასამართლო პროცესის დაწყება. არასდროს მივმართავ სასამართლოს "ბარსელონას" წინაარმდეგ, რადგან ესაა კლუბი, რომელიც მიყვარს და რომელმაც მომცა ყველაფერი, როდესაც აქ ჩამოვედი. ესაა ჩემი ცხოვრების კლუბი. "ბარსელონამ" მომცა ყველაფერი და მეც ბევრი რამე გავაკეთე ამ კლუბისთვის. არასდროს ვიფიქრებდი "ბარსასთვის" სასამართლოში მეჩივლა." - განუცხადა Goal-ს არგენტინელმა.

არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი "ბლაუგრანას" რიგებში კონტრაქტის ვადის დასრულებამდე, 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება და შემდეგ შეეძლება კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114405