ფეხბურთი

18:14 | 4.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ლიონელ მესი „ბარსელონაში“ კიდევ ერთი წლით დარჩება. აღნიშნულ ინფორმაციას არგენტინული მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა გადაწყვეტილება სასამართლო დავების თავიდან აცილების მიზნით მიიღო.

არგენტინელი „ბარსელონაში“ მისი კონტრაქტის ამოწურვამდე - 2021 წლის ივნისამდე დარჩება, შემდგომ კი შეეძლება კლუბი სრულიად უფასოდ დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ მესის კატალონიური გრანდის დატოვება უკვე გადაწყვეტილი ქონდა. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს კი „მანჩესტერ სიტი“ და მილანის „ინტერი“ იჩენდნენ, თუმცა, ორივე მათგანისთვის არგენტინელის გამოსასყიდი თანხა 700 მილიონი ევრო მისაღები თანხა არ იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112148