ფეხბურთი

16:31 | 4.09.2020 | ნანახია 784 - ჯერ

"ერზურუმსპორმა" გიორგი მაკარიძის წინააღმდეგ სასამართლო დავა წამოიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „სეტუბალის“ მეკარის გიორგი მაკარიძის წინააღმდეგ „ერზურუმსპორმა“ სასამართლო დავა დაიწყო. თურქული კლუბი ქართველ კიპერს წინასწარი შეთანხმების დაარღვაში ადანაშაულებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გუნდში უკვე დაიმატეს ბენინის ნაკრების 35 წლის მეკარე ფაბიენ ფარნოლე, რომელმაც დღეს სტამბულში სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და საღამოს ერზრუმში ჩავა.

თურქული მედიის ინფორმაციით, მაკარიძის „ერზურუმსპორში“ გადასვლის შემთხვევაშიც სანქცია მხოლოდ ფულად ჯარიმას არ მოცავს. ასეთ შემთხვევაში ქართველ მეკარეს 4 თვის განმავლობაში თამაშიც აეკრძალება. „ერზურუმსპორის“ ხელმძღვანელობამ შეშფოთება მას შემდეგ გამოხატა, რაც მაკარიძისადმი „ალმერიასთან“ მოლაპარაკებები გასაჯაროვდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება და ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:12 | 04.09.2020
qomagi (1575)

თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი ისევე არიან ჩვენი პარტნიორები, როგორც რუსეთი და იმ ყველა გონებაჩლუნგის დედაც, ვინც თურქეთს საიმედო მოკავშირედ მიიჩნევს. მაკარიძე კიდევ ჯერ კარგად ჩამოყალიბებულიყო და შემდეგ გადაეწყვიტა სად აწყობდა წასვლა, მაგრამ ეტყობა ალმეირას ვარიანტი შემდეგ გამოუჩნდა და აშკარაა რომ ესპანეთში თამაში სჯობს ოსმანებთან თამაშს.

21:10 | 04.09.2020
dinamo222 (8587)

ვაა ჩვენმა "სტრატეგიულმა პარტნიორებმა და მეგობრებმა" ??? ეს რაფერ მოხდა ვერ დავიჯერებ მაგას ! ისევე როგორც თურქულ რუკებში და საკოლო წიგნებში აჭარა და ჯავახეთის და გურიის ნეწილები მოქცეულია თურქეთში !

17:40 | 04.09.2020
lagashi (6738)

ვინ არის ამის აგენტი, რანაირი შეთანხმება დაადებინა ასეთი?!!!! ან თუ დადეს, ახლა რას ფორთხიალობენ

16:46 | 04.09.2020
ლორნ მალვო (68)

თურქებო თქვენი ყიზილბაში დედას ვთ**ე

0.128799