ფეხბურთი

15:50 | 4.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ხორვატიასთან თამაში და რეკორდის მოხსნა უნდა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს ერთა ლიგაზე ხორვატიის წინააღმდეგ თამაში სურს. ინფორმაციას tuttosport-ი ავრცელებს.

რონალდუს მშობლიური გუნდის დახმარების სურვილის გარდა, პირადი მიზანიც აქვს. მას ეროვნულ გუნდში 99 გოლი აქვს გატანილი და პლანეტის აბსოლუტურ რეკორდსმენ ირანელ ალი დაეის 10 გოლით (109) ჩამორჩება. სწორედ მისი რეკორდის გაუმჯობესება სურს ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები ერთა ლიგაზე საკუთარ შეხვედრებს 5 და 8 სექტემბერს შესაბამისად ხორვატიისა და შვედეთის წინააღმდეგ ჩაატარებს, რონალდუ კი სავარაუდოდ პირველ მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს. პორტუგალიელს მარჯვენა ფეხის თითში ინფექცია აქვს და მკურნალობის კურსს გადის.

0.11896