სხვა

1:48 | 4.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტურის მეექვსე ეტაპი ყაზახმა ლუცენკომ მოიგო

ტურ დე ფრანსის ფავორიტებისთვის, მარათონის მეექვსე ეტაპი ერთგვარი დასვენების დღე იყო - 191-კილომეტრიანი დისტანციის განმავლობაში, ისინი პელოტონის სიღრმეში მოძრაობდნენ და ასპარეზი მათ დაუთმეს, ვისაც ფავორიტთა სიაში ვერ ნახავთ. მათ შორის კი ყველაზე სწრაფი, ყაზახურ გუნდ „ასტანას“ ყაზახი მრბოლი ალექსეი ლუცენკო გამოდგა.

ყაზახეთის ჩემპიონ ლუცენკოსთვის, ვინც 23-წლამდელთა შორის, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია, ეს ტურზე პირველი გამარჯვებაა. ველომარათონებზე მას ადრე მხოლოდ ვუელტას ეტაპი ჰქონდა მოგებული (2017 წელს). მონტ აიგუალის აღმართიან ფინიშზე, ლუცენკომ 55 წამით აჯობა ესპანელ ხესუს ერადას (კოფიდისი), მესამეზე გასული ბელგიელი გრეგ ვან ავერმაეტი (CCC ტიმ) კი ფინიშთან 2 წუთის და 15 წამის დაგვიანებით მივიდა.

ეტაპი ძირითად ჯგუფთან ერთად, გამარჯვებულისგან 2 წუთსა და 53 წამში დაასრულა ყვითელი მაისურის მფლობელმა, ბრიტანელმა ადამ იაიტსმა (მიჩელტონ-სკოტი) და ლიდერობა შეინარჩუნა.

„სტარტამდა გუნდის ავტობუსში ვილაპარაკეთ და შევთანხმდით, რომ ამ ეტაპის მოგება შემეძლო“, - ამბობს ლუცენკო, ვინც გადამწყვეტი შეტევა, კოლ დე ლა ლუზეტის მთის ფერდობზე დაიწყო. აღმართის სიგრძე 11.7 კილომეტრია, დახრა კი 7.3 პროცენტსაც აღწევს.

„ამ აღმართზე გზის სახფარი საკმაოდ უხარისხოა. ჩვენ მასზე საკუთარი ტემპით გავიარეთ და ძალები დავზოგეთ. ჩვენი მთავარი საზრუნავი, უსაფრთხოება იყო“, - ამბობს „ინეოს გრენადერსის“ პოლონელი მრბოლი მიხალ კვიატკოვსკი.

კოლ დე ლა ლუზეტის აღმართზე საბურავი დაეშვა კლასიფიკაციაში მესამე ადგილზე მყოფ სლოვენიელ ტადეი პოგაჩარს. მაგრამ ამის მიუხედავად, იმის წყალობით, რომ რბოლის ტემპი საკმაოდ დაბალი იყო, პელოტონში დაბრუნება არ გასჭირვებია.

ფავორიტებს კიდევ ერთი „დასვენება“ მეშვიდე, 168-კილომეტრიან ეტაპზე ელით, რომელიც სპრინტერებს შეეფერება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087798