ვოლგოგრადის „როტორი“, რომლის ღირსებას ქართველი ფეხბურთელები იცავენ, შესაძლოა იური სიომინმა ჩაიბაროს. რუსული მედიის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა ალექსანდრ ხაცკევიჩის მუშაობით უკმაყოფილოა და გამოცდილი სპეციალისტის მიწვევას გეგმავენ.
თუმცა, თავად სიომინმა, რომელიც მაისში მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ დაითხოვეს, ინფორმაციას ტყუილს უწოდებს:
„ცრუ ინფორმაციაა, „როტორს“ უკვე ჰყავს შესანიშნავი მწვრთნელი“, - მოკლედ თქვა სიომინმა.
შეგახსენებთ, „როტორში“ ჯანო ანანიძე, სოლომონ კვირკველია, ბექა მიქელთაძე, ზურიკო დავითაშვილი და ნიკა ყიფიანი იცავენ. ვოლგოგრადელებმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყეს და 6 ტურის შემდეგ 2 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გვილიაც გამოგვაკლდა ვერ გვეხმარებიან კაშია ტაბიძე დვალი ნავალოვსკი- ანანიძე კიტეიშვილი ყაზაიშვილი მერებაშვილი -არველაძე არაბიძე მჭედლიძე ლობჟანიძე