ფეხბურთი

22:25 | 3.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალესანდრო დელ პიერო: "ეს ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო"

„იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ Forbes-ს ინტერვიუ მისცა და მასში სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. მათ შორის იყო ანდრეა პირლოს „იუვენტუსში“ დანიშვნა და 2006 წლის მუნდიალის ფინალის პენალტების სერია.

„ძალიან გამიკვირდა, რომ „იუვემ“ პირლო აირჩია, რადგან ეს ძალიან სწრაფად მოხდა. ვფიქრობდი, რომ „იუვენტუსი“ სხვა მიმართულებით წავიდოდა. ნებისმიერისთვის დიდი გამოწვევაა. ჩვენ ძალიან სოლიდურ კლუბზე და შესანიშნავ გუნდზე ვსაუბრობთ. ანდრეა დიდებულია. არ ვიცი მისი სამწვრთნელო ხედვები, მაგრამ ძალიან კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ მომზადებულია ამ გამოწვევისთვის.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი? ფინალში პენალტების სერია ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო. მოედნის ცენტრიდან პენალტის ნიშნულამდე მისასვლელი გზა ძალიან გრძელი იყო. ვცდილობდი კონცენტრირება მომეხდინა, მაგრამ ბევრი რამ მახსენდებოდა. ვცდილობდი, ისეთი რამ გამეხსენებინა, რაც გამაღიმებდა. ჩემს თავს ვუთხარი, რომ იმ მომენტში მხოლოდ 2.5 მილიარდი ადამიანი მიყურებდა“, - აღნიშნა დელ პიერომ.

შეგახენებთ, ალესანდრო დელ პიერომ კარიერა 2014 წელს დაასრულა. პირლოსთან ერთად ალექსმა ჯერ იტალიის ნაკრებში, შემდეგ კი „იუვენტუსში“ ითამაშა.

0.15526