ფეხბურთი

21:22 | 3.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი: "მესი ლა ლიგისთვის დიდი დანაკარგი იქნება, მაგრამ ცხოვრება გრძელდება"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა თანაგუნდელის, გარეთ ბეილისა და „ბარსელონადან“ ლიონელ მესის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

ხორვატის აზრით, ცხოვრება გრძელდება და „ბარსელონა“ და ლა ლიგა მესის დაკარგვას შეეგუებიან.

„მესის წასვლა დიდი დანაკარგი იქნება ლა ლიგის პრესტიჟისთვის. მაგრამ წარსულზე ფიქრს ვერ გავაგრძელებთ, ეს ფეხბურთია და წინ უნდა ვიყუროთ. მის ნაცვლად სხვა ფეხბურთელები გახდებიან ვარსკვლავები. რონალდუს წასვლისას იგივე სიტუაცია იყო, თუმცა „რეალმა“ ცხოვრება მის გარეშე გააგრძელა. იგივე იქნება „ბარსელონასთვის“ და ლა ლიგისთვის მესის წასვლის შემთხვევაში.

ბეილი? გარეთი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ არც ისე ადვილი სიტუაციაა. მას ყოველთვის აქვს მხარდაჭერა, თუმცა უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის საუკეთესო და რისი გაკეთება სურს. მისთვის მარტივი სეზონი არ ყოფილა, ახლა სჭირდება, რომ თავის დონეს დაუბრუნდეს, ვნახოთ რა მოხდება“, - თქვა მოდრიჩმა.

0.12388