ფეხბურთი

20:14 | 3.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძე ახალ სეზონს "ნასიონალში" დაიწყებს

ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე „ნასიონალში“ დაბრუნდა და ახალი სეზონისთვის კლუბთან ერთად ემზადება.

22 წლის ნახევარმცველმა გასული სეზონი იჯარით თურქეთის პირველი ლიგის ბინადარ „ადანასფორში“ გაატარა, სადაც 7 მატჩში 2 გოლი გაიტანა. თუმცა, შემდეგ კოჭის ტრავმა მიიღო, ოპერაცია გაიკეთა და 2020 წელს არ უთამაშია.

„ნასიონალმა“ კი პრიმეირა ლიგის საგზური მოიპოვა და ახალ სეზონს პორტუგალიის უმაღლეს დივიზიონში გაატარებს. ამრიგად, გიორგი ისევ პორტუგალიაში გაირჯება.

შეგახსენებთ, არაბიძე „ნასიონალმა“ 2018 წელს დაიმატა, პირველ სეზონში ქართველმა 11 თამაში ჩაატარა, ხოლო გასულ სეზონში გუნდში არ იმყოფებოდა. პორტუგალიური გუნდი პრიმეირა ლიგაში სასტარტო შეხვედრას 19 სექტემბერს, შინ "ბოავიშტასთან" გამართავს.

0.117549