ფეხბურთი

19:46 | 3.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტიბო კურტუას კორონავირუსი დაუდასტურდა

მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუას კორონავირუსი დაუდასტურდა. 28 წლის მეკარემ COVID 19-ზე ტესტი მას შემდეგ ჩაიტარა, როდესაც სანაკრებო მატჩების ჩასატარებლად ბელგიაში ჩავიდა - პასუხი კი დადებითი აღმოჩნდა.

კურტუა თავს კარგად გრძნობს და ვირუსი უსიმპტომოდ განუვითარდა. „სამეფო კარის“ დარაჯი თვითიზოლაციაში იმყოფება და თუ განმეორებითმა ტესტირებამ უარყოფითიშედეგი აჩვენა, მას სანაკრებო შეხვედრებში თამაშის უფლება მიეცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საკარანტინო პერიოდის გავლა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრები ერთა ლიგის შეხვედრებს 5 და 8 სექტემბერს, დანიასთან და ისლანდიის ნაკრებებთან გამართავს.

0.136607