ამ ცოტა ხნის წინ ოსეთში ისეთი ამბები დატრიალდა მხოლოდ რუსული კი არა, ევროპის ბულვარული მედიაც კი დაიპყრო. ვლადიკავკაზში, ოსი თავისუფალი სტილით მოჭიდავის, მსოფლოს და ოლიმპიური ჩემპიონის, 24 წლის ზაურბეკ სიდაკოვის ქორწილში ჭეშმარიტად გრანდიოული დრამა გათამაშდა მას შემდეგ, რაც მოჭიდავემ ახლადმოყვანილი ცოლის წარსულის შესახებ გაიგო.
გაგანია ქორწილი მიდიოდა, როდესაც ზაურბეკს მეგობრებმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრები აჩვენეს, სადაც მისი მეუღლე სხვა მამრთან იყო ასახული და ისეთ რამეებს სჩადიოდა, ენა რომ ვერ აღწერს და კალამი რომ დაიშრიტება. ეს ვიდეო როგორც შემდეგში გაირკვა, მოჭიდავის საცოლის ყოფილმა საყვარელმა შურისძიების მიზნით გაავრცელა.
ვიდეოს ნახვის შემდეგ ზაურბეკ სიდაკოვმა არც აცია, არც აცხელა, თმებში წასწვდა ახლადშეუღლებულ ასულს, საქორწილი დარბაზიდან ცემა-ტყეპით გაათრია და ქალი ხელიდან რომ არ გაეგდებინებინათ, აუცილებლად დიდი ცოდვა დატრიალდებოდა. თქვენ ჩრდილო ოსეთი ეძახეთ და კი დაიდგა ნამდვილი ბოლივუდური დრამა...