ფეხბურთი

22:26 | 2.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფოლანდი "მონაკოში" გადავიდა

"ლევერკუზენის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი კევინ ფოლანდი კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს. როგორც ლიგა 1-ის კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გერმანელებმა ტრანსფერის სანაცვლოდ 15.5 მილიონ ევრო მიიღეს.

ფოლანდი "ფარმაცევტებს" 2016 წელს "ჰოფენჰაიმიდან" შეუერთდა. მას შემდეგ კევინმა 148 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 50 გოლი და 32 საგოლე გადაცემა შეასრულა. გერმანიის ნაკრებში ფოლანდს 10 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.110554