ფეხბურთი

19:55 | 2.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

კანტეს "ჩელსიში" დარჩენა სურს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს ნ`გოლო კანტეს ლონდონის "ჩელსის" დატოვება არ უნდა. აღნიშნული ინფორმაცია Goal-მა გაავრცელა. ფრანგი ფეხბურთელით მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე დაინტერესდა, თუმცა კანტეს "არისტოკრატების" რიგებში სურს თამაში. ასევე გამოცემის ინფორმაციით, ლონდონელები მზად არიან ფეხბურთელი 50 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაუშვან.

კანტე "ჩელსიმ" 2016 წელს "ლესტერიდან" 35.8 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს. მას შემდეგ ფრანგმა საყრდენმა ნახევარმცველმა "არისტოკრატების" მაისურით 170 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა.

0.102056