ფეხბურთი

17:25 | 2.09.2020 | ნანახია 2694 - ჯერ

მაკარიძეს შესაძლოა ფეხბურთის თამაში ოთხი თვით აეკრძალოს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძეს შესაძლოა თურქულმა კლუბმა ფულადი ჯარიმა დააკისროს. საქმე ის გახლავთ, რომ თუ „სეტუბალის“ კიპერმა „ერზურუმსპორთან“ დადებული წინასწარი შეთანხმება დაარღვია და სხვა გუნდში გადავიდა, მას 100 000 ევროს გადახდა მოუწევს.

თურქული მედიის ინფორმაციით, სანქცია მხოლოდ ფულად ჯარიმას არ მოცავს. ასეთ შემთხვევაში ქართველ მეკარეს 4 თვის განმავლობაში თამაშიც აეკრძალება. „ერზურუმსპორის“ ხელმძღვანელობამ შეშფოთება მას შემდეგ გამოხატა, რაც მაკარიძისადმი „ალმერიასთან“ მოლაპარაკებები გასაჯაროვდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი ახლა საქართველოში იმყოფება და ერთა ლიგის მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ემზადება. სწორედ აქ მიიღო ქართველმა მეკარემ თურქული კლუბისგან პირველი გაფრთხილება.

„ერზურუმსპორთან“ კონტრაქტის გაფორმების ბოლო ვადად კი 8 სექტემბერი განისაზღვრა და ეს თარიღი „ჯვაროსნების“ მატჩს ემთხვევა. იმ შემთხვევაში კი თუ გიორგიმ ამ ვადაში თურქულ კლუბთან კონტრაქტს ხელი ვერ მოაწერა, ჩვენებური საკონტრაქტო პირობების დარღვევის გამო შესაძლოა FIFA-მაც დასაჯოს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მაკარიძე „სეტუბალში“ 2019 წელს გადავიდა და მას პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:51 | 04.09.2020
araza-1918 (6330)

გვილიაც გამოგვაკლდა ვერ გვეხმარებიან კაშია ტაბიძე დვალი ნავალოვსკი- ანანიძე კიტეიშვილი ყაზაიშვილი მერებაშვილი -არველაძე არაბიძე მჭედლიძე ლობჟანიძე

08:20 | 04.09.2020
lagashi (6738)

არველაძეს, არაბიძეს და მჭედლიძეს აღარც ჰქვიათ ნაკრების ფეხბურთელები, პირველ ორს მხოლოდ მონასინჯი აქვთ, ხოლო მჭედლიძეს ბოლოს როდის ეცვა ნაკრების მაისური არც კი მახსოვს

02:29 | 04.09.2020
araza-1918 (6330)

სანამ ამერიკა გვიდგას გვერდში ვერავინ ვერაფერს გაგვიბედავს

17:37 | 03.09.2020
lagashi (6738)

დედამიწის ზურგზე ერთერთი ყველაზე გოთვერანი და სასტიკი ისტორია გააჩნიათ თურქებს, სადღაცას მონღოლების ზურგში დაიწყეს მოგზაურობა და ბალკანეთამდე ჩამოგორდნენ, კონსტანტინოპოლში სატახტო ბუდე მოიწყვეს, იმდენად ძლიერი იდეოლოგიის მატარებლები არიან რომ ფაქტიურად სხვადასხვა ხალხების შესრუტვით ქმნიდნენ თავიანთ თავს… და ჰოი საოცრება, საქართველოს თავიდან თმის ღერს არ ჩამოუგდებენ თურმე არასოდეს, შეგვიძლია მშივიდად ვიყოთ

17:29 | 03.09.2020
lagashi (6738)

და თქვენ რატომ ღელავთ იმის აღნიშვნით რომ "თურქეთი არ არის მეგობარი"? მე არსად წავაწყდი ისეთ კომენტარს რომ თურქეთთან უნდა შევწყვიტოთო ურთიერთობა და უარი უნდა ვთქვათ მათთან ეკონომიკურ დამოკიდებულებაზეო! თქვენი ირონიული კომენტარებით ჩვენ მაესტროს პუბლიკა ვართ და თქვენ პოლიტიკის ნამდვილი პროფესორები , უბრალოდ სიტყვამ მოიტანა და აღინიშნა რომ თურქეთი თავისი ისტორიული ამბიციებიდან და უკვე ჩადენილი ნამოქმედარებიდან გამომდინარე ყოველთვის იქნება საშიშიო!!! დიახ, ეკონომიკურად ძლიერ ვართ თურქეთზე დამოკიდებული და საერთოდაც 90-იანების გაჭირვებისას თურქულმა იაფფასიანმა და ხელმისაწვდომმა პროდუქციამ გვიხსნა, მაგრამ ამის გამო გვიკრძალავთ თურქეთზე უარყოფითი აზრის დაფიქსირებას? მე ნამდვილად არ ვარ ანალიტიკოსი მაგრამ ვინც თვლით რომ თურქეთის ქართველობა არ არის დაკარგული, ნამდვილად გულუბრყვილობაა ლაზების ნაწილი საერთოდ არ ქართველობს, დანარჩენი ქართველობა კი მხოლოდ მოხუცებში ინარჩუნებს ქართულ ენას, გავა 40 წელი, მოხუცები დაიხოცებიან და ახალ თაობას მხოლოდ ინფორმაციის დონეზე ეცოდინებათ რომ წარმომავლობით გურჯები არიან.. თუ სასწაული არ მოხდა და ტა-კლარჯეთი და ლაზეთი არ შეუერთდა დედა სამშობლოს, ნახევარ საუკუნეში დასრულდება მათი გურჯობა… და ეს იქნება თურქული, მზაკვრული, იმპერიალისტური იდეოლოგიის შედეგი…., . რაც შეეხება ბათუმს, დროდადრო, ღიად რომ აჟღერებენ ჩვენიაო ამას რა ვუყოთ?!

15:45 | 03.09.2020
ბათუმის დინამო ! (229)

და ერთს დავამატებ, ბათუმში ვინც ცხოვრობს თურქები, უმეტესობა ქართულ ენას იდეალუდად ფლობს რუსებისგან, აზერებისგან და სომხებისგან განსხვავებით ( აზერები და სომხები მარნეულში,გარდაბანში და ბოლნისში მცხოვრები საერთოდ არ აფასებენ ჩვენ ადათ წესებს)

15:55 | 03.09.2020
KoRBeN DaLLaS (24842)

იმიტომ რომ ქართველებთან კონტაქტობენ მუდამ.
ახალქალაქის და ნინოწმინდის სომხები კომპაქტურად არიან ჩასახლებულები და ერთმანეთთან უწევთ ურთიერთობა, შესაბამისად ქართულს ვერ ფლობენ. იგივეს ვიტყვი აზერებზეც.
არც ერთ მთავრობას საქართველოში სერიოზული პროექტი არ ჰქონია, რომ ეთნიკურ უმცირესობებში სახელმწიფო ენა გაევრცელებინა. რაღაც "პაკაზუხა" მცდელობების გარდა...
ყველა სომეხმა და აზერმა, ვინც ქართველებთან ურთიერთობს, კარგად იციან ქართული.
აი რუსების რა გითხრა. რამდენიმე ოჯახი მახსოვს ჩემს სამეზობლოში (მერე წავიდნენ რუსეთში), ზოგი სუფთად ფლობდა ქართულს, ზოგს კი ლაპარაკიც კი არ ესმოდა ქართულად. არადა აქ იყვნენ დაბადებულ-გაზრდილები.

15:20 | 03.09.2020
ბათუმის დინამო ! (229)

კომენტარებს გდავხედე და გეტყვით რომ არაფერიც არ გაგეგებათ პოლიტიკის. ერთი წერს ქართველები უმცირესობაში აღმოვცნდებით აჭარაში და თურქები იქნება უმრავლესობაო. დღევანდელი სტატისტიკით ბათუმში ცხოვრობს 2500-3000 მდე თურქი მაცხოვრებელი და ქალაქის მოსახლეობა 200 ათას გაცილებით აჭარბებს და როგორ აღმოვჩნდებით უმცირესობაში ? ეგ არის აკვიატებული შიშები და მეტი არაფერი, აჭარის დაკარგვით საქართველო არსებობას დაკარგავს და ეგ არასდროს მოხდება. რაც შეეხება თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებზე პატრიოტი ხალხი ბევრი იყოს კარგი იქნებოდა, არავითარი ცნობიერება არ შეცვლიათ და პირიქით გულანთებული ქართველები ცზოვრობენ, ხოფაში, რიზეში,ქემალფაშაში და ბევრ სხვა ქალაქებში და სოფლებში რომლებიც ერთხმად ამბობენ მალე საქართველოს დაქვემდებარებაში ვიქნებით ჩვენ და ჩვენი სოფლები და ქალაქებიცო. ქართველს ქართველი მოყავს და ცდილობენ სისხლი დაიცვან თავიანთ ტრადიციასთან ერთად. თქვენ ხართ კლავიატურის ლომები რომლებიც საკუთარ კუთხეს არ გაცდენილხართ და არც გაინტერესებთ რა ხდება !

15:29 | 03.09.2020
KoRBeN DaLLaS (24842)

კაი თუ ძმა ხარ, ვიღაც "ლონდონას" ჭინთვებზე რეაქციები რატომ გაქვს, ტიპმა შნუროკის შეკვრაც არ იცის დარწმუნებული ვარ ))
აი ეგრე ხდება როცა დღედაღამ "ობიექტივს" უყურებს ადამიანი
გაუთვითცნობიერებლებს ყოველთვის შიში აწუხებთ. რომ გეკითხა ადრე, 20 წელიწადში იეღოველები წალეკავენ საქართველოსო - ირწმუნებოდნენ )) აბა სად არიან იეღოველები ?

15:39 | 03.09.2020
ბათუმის დინამო ! (229)

ძალიან დაბალ დონეზეა ხალხში განათლებაც და აიქიუც. რატო უნდა ეგონოს ქართველს რომ აჭარაში დახლოებით 30-35 % თურქი ცხოვრობს ? ან არ დაუსვენია ერთი 10 დღით მაინც ? ან ნათესავი ან მეგობარი არ ყავს ვინმე ამხელა ქალაქში ? ან ვიკიპედიის და საქსტატის მნიშვნელობა როგორ მაინც არ უნდა იცოდეს ?

11:45 | 03.09.2020
besika (337)

პირადად მე ვარ დევნილი აფხაზეთიდან, რუსული პოლიტიკის გამო 27 წელია ჩემი სახლ-კარი არ მინახია. 25 წელია უკვე ბავშვობიდან აქ რომ ვცხოვრობ რუსეთში. ასე მგონია რომ რუსებს ჩემზე კარგად არავინ იცნობს, ამათი მენტალიტეტი და ყველაფერი ვიცი, თუ როგორები არიან და რას ფიქრობენ ჩვენზე. რუსების სიძულვილის მიზეზი არავიზე ნაკლები არ მაქვს, თუ ყველაზე მეტი არა. მაგრამ მერწმუნეთ თურქებს მაინც რუსები მირჩევნია. როცა აქ რუსეთში ჩემს ნაცნობ რუსებს ვუხსნი და ვუმარტავ, რომ არასწორად არიან ჩვენს მიმართ მოქცეული, რომ ჩვენი ტერიტორიები აქვთ ოკუპირებული ესეიგი დასაბრუნებელი აქვთ ბევრი მათგანი მეთანხმება, ეხლა გულში რა აქვთ მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ მაინც სასიამოვნო მოსასმენია როცა მეთანხმებიან და ამბობენ კი თქვენიაო აბხაზეთი და სამაჩაბლოო.

12:03 | 03.09.2020
KoRBeN DaLLaS (24842)

რიგითმა რუსმა კი არა, პირად საუბარში შეიძლება სერგეი ლავროვმაც კი გითხრას - აფხაზეთი და ცხინვალი თქვენიაო ))
მაგრამ პირადი აზრი ერთია და რუსეთის მთავარი შთამაგონებელი იდეა, იმპერიალიზმი მეორე. არ შეუძლიათ მაგათ მაგ იდეის გარეშე.

23:11 | 03.09.2020
besika (337)

იგივე შთამაგონებელი იდეა იმპერიალიზმი არ ამოძრავებთ თურქებს თუ რა?! რუსებს არაფრით არ ჩამოუარდებიან ამბიციებით. ღიად აცხადებენ და არც კი მალავენ თურქეთის საზღვრების გაფართოებაზე ძველი ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში და მათ შორის საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე. აქ წერდნენ ქვევით მგონი, რომ თურქებს აჭარაზე აქვთო პრეტენზია და მე მეტსაც გეტყვით სრულიად დასავლეთ საქართველოზე აქვთ მათ პრეტენზია და მეტის თუ არა.

11:05 | 03.09.2020
KoRBeN DaLLaS (24842)

ვაახ, გადამრევს ეს ხალხი...
გასაგებია რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს ცვალებადობა ახასიათებს და დღევანდელი მოყვარე ხვალ შეიძლება მტრად მოგვეკიდოს. მაგრამ აპრიორი ამაზე კივილი რა პონტია ?
დღეს თურქეთი არის ჩვენი უსერიოზულესი პარტნიორი. აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველთვის უჭერდა ჩვენს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს.
თან მძლავრ ინვესტიციებსაც დებს აქ. რა ვქნათ ბატონო ? არ მოდის ინვესტიციები სინგაპურიდან და ავსტრალიიდან. მეზობლები ინტერესდებიან ძირითადად და უარი ვთქვათ ? თვით ჩვენი ოფიციალური მტერიც კი ფულით შემოდის და მაგით ვსულდგმულობთ.
არ შეუძლია ამ ფარჩაკ მთავრობას მეტი. ისედაც მილიარდობით ვალს ვიღებთ და ეკონომიკა სულს ღაფავს, ინვესტორებსაც უარი ვუთხრათ ?
თუ რამე მზაკვარი აქვთ ჩაფიქრებული ჩვენს გარშემო, ამაზე სპეცსამსახურებმა უნდა იზრუნონ (იმედია გვყავს). პატრიოტთა ალიანსები და ქართული მარშები რომ გაჰკივიან, ეს ცეცხლზე ნავთს უფრო ასხამს, ვიდრე სიტუაციის სასიკეთოდ შეცვლას ემსახურება.

05:31 | 03.09.2020
alfadhirhaiti (7530)

ვერ გავიგე

სიტყვიერი თანხმობა მისცა ოღუზებს და მაგას ედავებიან?

03:07 | 03.09.2020
araza-1918 (6330)

Главный тренер московского «Динамо» Кирилл Новиков поделился ожиданиями от матча второго квалификационного раунда Лиги Европы с «Локомотивом» Тбилиси.
«Понятно, что целенаправленно мы эту команду не изучали. В ближайшие дни обязательно посмотрим их игры. Поэтому в данном случае могу сказать только общие слова о грузинском футболе: там всегда хватало хороших, техничных футболистов, а команды стремятся играть в атакующий футбол. Мы с уважением относимся к каждому сопернику. Будем серьёзно готовиться» ამის მოგვარე სულ კოჭებში ურტყამდა და ამტვრევდა ვოვა გუცაევს

02:46 | 03.09.2020
araza-1918 (6330)

17-ში ღრუსების კაკებეს დინამომ რამე პროვოკაცია არ მოუწყონ ჭიაბერაშვილის გამოუცდელ ბიჭებს მაგის მეშინია ბელარუსიის წინ

00:05 | 03.09.2020
Shevche (15054)

dinamo222,
პირდაპირ პრო-რუსულ ნარატივს რატომ ლაპარაკობ? არ მინდა დავიჯერო, რომ B0TI ხარ, მაგრამ რატომ ვერ ხვდები, რომ თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭება ან/და ნამდვილი მტრიდან სხვა ვითომ "მტრებზე" ყურადღების გადატანა პირდაპირ რუსეთის ინტერესებშია და არა საქართველოსი?
თურქებს არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში აქვთ სასტუმროებიც და სხვადასხვა ბიზნესები თუ საკუთრებები. და არამარტო თურქებს. არაბებს და ა.შ. და რა გასაკვირია თუ მათ მეზობელ აჭარაშიც აქვთ? უცხოური ინვესტიციები ეკონომიკას აძლიერებს და სამუშაო ადგილებს ქმნის. ბიუჯეტში გადასახადს იხდიან, რაც ქალაქს ხმარდება, თავდაცვას, ჯანდაცვას და ა.შ. გასაგებია, რომ ქართველი ინვესტორები, ქართული ბიზნესი და ქართული ეკონომიკა გვირჩევნია, მაგრამ რომ არაა ქართული ბიზნესი ჯერ ამ დონეზე? ისინი რომ არა, იქნებოდა ბევრი მიგ-დე-ბული, მიუხედავი ადგილები და საერთო ჯამში უფრო მეტი სიღარიბე. სიღარიბე კი, გაცილებით მეტი ბოროტებაა ქვეყნისთვის, ვიდრე თუნდაც თურქი ბიზნესმენები.
სხვა მხრივ, ოფიციალურად, თურქეთი ჩვენს ტერიტორიულ საზღვრებს აღიარებს და ჩვენს ნატოში გაწევრიანებასაც მხარს აქტიურად უჭერს. ასე რომ, დღევანდელ რეალობაში, თუ ვინმეა საქართველოს მთავარი მტერი, ეს არის რუსეთი და არა თურქეთი(ოდესღაც იყო, კი).
თუ B0TI არ ხარ, ბოდიში. შეიძლება გულწრფელად გიყვარს შენი ქვეყანა, მაგრამ შეცდომაში ხარ შეყვანილი. მაგ შემთხვევაში, იქნებ გაიაზრო რაც მოგწერე და დაფიქრდე ამაზე.

მაინც დავწერე ))

15:32 | 03.09.2020
ბათუმის დინამო ! (229)

ამათ არ ესმით არაფერი აზრი არააქვს მაინც მეგობარო. დარწმუნებული ვარ თქვიანთ კარ-მიდამოს გაცდენილი არ იქნებიან და კლავიატურას ბრდღვნიან. თურქეთს რომ სხვა ინტერესები ჰქონდეს, სეზონურადაც არ დაასაქმებდნენ იმერლებს, აჭარლებს და გურულებს და ჩამოიყვანდნენ უფრო იაფ მუშა ხელს აფრიკიდან და აზიიდან და ჩვენ უფრო ამოგვხდებოდა სული უმუშევრობისგან და სიღარიბისგან. თურქეთს შეიძლება იაფად უნდოდეს საქართველოში ბიზნესების ჩაგდება ხელში,მაგრამ ტერიტორიაზე პრეტენზიას არ აცხადებენ და ვერც ექნებათ რამე პრეტენზია ვერანაირ შემთხვევაში ( ნატო და ამერიკა არც მიცემს ნებას )

10:35 | 03.09.2020
london (1032)

ნუ გგონიათ რომ რუსეთის გარდა სხვას ყველა მეზობელს სიკეთე უნდა ჩვენთვის და მარტო რუსეთს აქვს პრობლემები ჩვენთან. აჭარა ახლა გადის იმ გზას რაც უკვე გავლილი აქვს სამხრეთ ოსეთს და აფზახეთს თუ არ მოხერხდა რამე იქ დაახლოეებით 20-25 შეიძლება უფრო მალეც ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდებიან და მერე დაიწყება არ დავიწყება. ხალხნო რა გჭირთ რამდენჯერმე აქვს ერდოღანს ნათქვამი რომ უნდა აღადგინოს ოსმალეთის იმპერია მაგრამ ახლა უფრო ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთო. ბათუმი სკოლის წიგნებში თურქულ ქალაქად აქვთ მოხსენიებული. ნახეთ ბულგარეთში რა ხდება ქვეყნის 9% თურქები არიან იქაურ პარლამენტში თავიანთი პარტიაც გაიყვანეს და იქ დაუფარავად პარლამენტშივე ამბობენ რომ თრაკია არის თურქეთის. თურქეთიდან რომ საქართველოს საფრთხე ელოდება რომელი ქვეყნის ნარატივიც გინდა დაარქვი არის სიმართლე , ისე კი მთლიანად დასავლეთი ვეღარ იტანს თურქეთს , რუსეთი ემეგობრება.

11:23 | 03.09.2020
besika (337)

100%.stripslashes((strlen('https://youtu.be/YCQ82JvJIHw')>0?' https://youtu.be/YCQ82JvJIHw':' https://youtu.be/YCQ82JvJIHw'))

05:40 | 03.09.2020
alfadhirhaiti (7530)

რაში ჭირდება თურქეთს აჭარაში ტანკებით შემოჭრა, როცა ეთნიკურ ექსპანსიას ახდენს ნელ-ნელა. ბოლოს და ბოლოს, ნატოს წევრ საბერძნეთთან აქვს ტერიტორიული პრეტენზიები და ჩვენ ვართ თურმე უსაფრთხოდ თურქეთისგან. P.S ლიბერალური მეინსტრიმი და პატრიოტთა ალიანსი ერთმანეთზე უარესი მთხლეობებია.

11:15 | 03.09.2020
besika (337)

100% გეთანხმები.stripslashes((strlen('https://youtu.be/YCQ82JvJIHw')>0?' https://youtu.be/YCQ82JvJIHw':' https://youtu.be/YCQ82JvJIHw')) - ძალიან აქტუალურია, მოუსმინეთ თუ არ დაგეზარებათ, ამ თემასთანაა დაკავშირებული.

02:13 | 03.09.2020
lagashi (6738)

შესაძლოა მართალი ხარ იმაში რომ რუსული პროექტია თურქეთისადმი ჩვენი ყურადღების გამახვილება, მაგრამ თურქეთიდან რომ რეალური საფრთხეებია მოსალოდნელი ამის არ შემჩნევაც ხომ სიბრიყვეა?! აღარაფერს ვამბობთ იმაზე რომ თურქეთმა უკვე შთანთქა ჩვენი მიწები, მაგ მიწაზე მაცხოვრებელ ქართველებს კი ისე ოსტატურად შეუცვალეს ცნობიერება არც ღირს საუბარი, აქეთაა და ბათუმზე პრეტენზიას ფაქტიურად არც მალავენ. მეტსაც გეტყვით, ქვემო ქართლში აჭარიდან ჩასახლებული მუსლიმი ქართველები ამ რეგიონში მეჩეთების გარდა სასულიერო სასწავლებლებს აშენებენ და იქ ზრდიან მოზარდებს, არ იფიქროთ რომ ამ ყველაფრის დაფინანსებას საქართველოში შოულობენ, ნურას უკაცრავად, თურქეთიდან შემოსდით სახსრები და ახლა არ მითხრათ თურქეთი ფულს ქართველი ბავშვების ქართულად აღსაზრდელად აგზავნისო. შეგახსენებ რომ სირიის ომიდან ქართველებს ქართველმა ბიჭენმა დაგვიქნიეს თითი, ე მანდ ჭკვიანად იყავით ქრისტიანებიო.

11:20 | 03.09.2020
besika (337)

გეთანხმები 100%.

00:00 | 03.09.2020
Shevche (15054)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

21:49 | 02.09.2020
dinamo222 (8587)

ვააა პირდაპირ გასაოცარია ჩვენი "სტრატეგიული მეგობრებისგან" ასეთი საქციელი !

23:57 | 02.09.2020
Shevche (15054)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

23:58 | 02.09.2020
Shevche (15054)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

23:58 | 02.09.2020
Shevche (15054)

რას ვწერ არაუცენზუროს, რას???

00:55 | 03.09.2020
Shevche (15054)

უცენზუროს უფროსწორად XD

20:21 | 02.09.2020
araza-1918 (6330)

ვერ გვეხმარებიან კაშია ტაბიძე დვალი ნავალოვსკი- ანანიძე კიტეიშვილი ყაზაიშვილი მერებაშვილი -არველაძე არაბიძე მჭედლიძე ლობჟანიძე

23:16 | 02.09.2020
welder (1068)

დაიკიდე

21:15 | 02.09.2020
Che Guevara (82)

გავიგეთ უკვე.ყველა სტატიაზე ამის დაწერა საჭირო არაა

0.138987