ფეხბურთი

14:13 | 2.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვინო ფლამარიონი რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს

ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ჯოვინო ფლამარიონი კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას Sport24.ru ავრცელებს. წყაროს ცნობით ბრაზილიელი ფეხბურთელი უახლოეს მომავალში როტორში“ გადავა.

მის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი რუსული გუნდის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა:

„დავიმატებთ თუ არა დინამო „ბათუმის“ ფორვარდს? ყველაფერი შესაძლებელია“, - თქვა ანდრეი რეკეჩინსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ვოლგოგრადულ გუნდში ქართველი ფეხბურთელები - ნიკა ყიფიანი, ბექა მიქელთაძე, ჯანო ანანიძე, ზურიკო დავითაშვილი და სოლომონ კვირკველია თამაშობენ.

რაც შეეხება ჯოვინოს, მისი სატრანსფერო ღორებულება 600 ათასი ევროა. 24 წლის შემტევმა ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 30 მატჩში 17 გოლი გაიტანა და საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მიმდინარე სეზონში კი 8 შეხვედრაში თავი 4-ჯერ გამოიჩინა.

0.120032