ფეხბურთი

13:03 | 2.09.2020 | ნანახია 1825 - ჯერ

არნაუტოვიჩი ჩინეთის ჩემპიონატზე: "დილის 6 საათზე ვიძინებდი, ყველაფერს ვჭამდი და აღარ ვვარჯიშობდი"

ავსტრიის ნაკრების ფეხბურთელმა მარკო არნაუტოვიჩმა ჩინეთის ჩემპიონატზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იქ ყველანაირი რეჟიმი დაარღვია. არნაუტოვიჩი „ვესტ ჰემიდან“ „შანხაი SIPG-ში“ გადაბარგდა და Beaniman Sports-სთან საუბარში აღიარა, რომ ჩინეთის სუპერლიგა დაბალ დონეზე შეაფასა.

„მე სათანადოდ არ შევაფასე ჩინეთისადა ზოგადი სიტუაცია. აღარ ვვარჯიშობდი, ჩემს სხეულს აღარ ვუფრთხილდებოდი, ყველაფერს ვჭამდი და გაზიან სასმელებსაც ვიღებდი, როგორებიცაა სპრაიტი, კოკა კოლა და ფანტა. მოკლედ, ყველა ის შაქრიანი სასმელი, რომელიც არ არის კარგი ორგანიზმისთვის. არასწორ დროსაც ვჭამდი, არ მეძინა, რადგან ჩინეთში ჩასვლიდან დაახლოებით სამი კვირა დამჭირდა, რომ დროსთან ადაპტაცია გამევლო. დილის 6-7 საათზე ვწვებოდი დასაძინებლად და შუადღის 3-4 საათზე ვიღვიძებდი. მივდიოდი ვარჯიშზე, შემდეგ კი მთელ ღამეს ვათენებდი და აშკარად არასწორ დროს ვიკვებებოდი.

შემდეგ ჩემს გონებაში რაღაც შეიცვალა. დავფიქრდი, რომ კლუბს ჩემი სჯეროდა, ბევრი ფული დახარჯა ჩემს გამო და მე ეს ნდობა უნდა გამემართლებინა. შედეგად, ახლა ყველაფერი ბევრად უკეთესადაა“, - აღნიშნა არნაუტოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიელი „შანხაიში“ 2019 წელს გადავიდა და ჩინეთის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ 11 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:49 | 05.08.2019
alfadhirhaiti (7530)

მერე? ამით ახლა უარყოფითად წარმოაჩინეთ რუსული მხარე მოკლე ჭკუით თუ რას აკეთებთ მსგავსი სტატიებით? არ ვიცი ეს ზენიტის რომელი ჯგუფი იყო, მაგრამ დავნაძლევდები, რო რუსული პოლიტიკის მოწინააღმდეგეები იქნებიან, რადგან თვითონ პუტინია ჩვეულებრივი იმპერიალისტი, რაც თავისთავად იმპერიალიზმის გამოვლინებაა, მაგრამ ამას რუსთავი ორში და მსგავს სიქიმვიზიებში და გამოცემებში არ გამოგიქვეყნებენ. ეს კლუბი მათია და მათივე გადასაწყვეტი უნდა იყოს ვის ათამაშებენ და ვის არა, ლოგიკური უნდა იყოს წესით.

20:51 | 05.08.2019
alfadhirhaiti (7530)

გლობალიზმი უნდა დამეწერა იქ*

20:58 | 05.08.2019
alfadhirhaiti (7530)

ხოლო სტადიონზე თუ გადაუხტებიან და ცემენ შე შავოო, ეგ სხვა ამბავია და გასაგები იქნება სანქცია ამ შემთხვევაში.

16:43 | 05.08.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

დისკვალიფიკაცია ეგრევე ამ ყ ეებს მალკომიც ცალკე ყ ეა ზენიტის გარდა უკეთესი გუნდი რო ვერ მონახა

15:22 | 05.08.2019
salazar (1835)

ჯერ ყენოს გამარჯობა არ უთხრეს ვარჯიშზე რო მივიდა.
მერე ოქრის სულ შავტ.აკა ეძახეს.

დიდი ხანია ვიცით ამათი ამბავი.

15:21 | 05.08.2019
salazar (1835)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

14:50 | 05.08.2019
Euro2020 (114)

აღიარებაც რო არ უნდათ რო რასისტი ყ.. არიან)) რა დავუშავეთ ღმერთს რო ესენი არიან ჩვენი მეზობლები:/

14:20 | 05.08.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

ჰოდა ამ თქვენი "ტრადიციის" გამო რომ ევროთასებიდან რამდენიმე წლით გაგაჯმევინონ, კი იქნებით ღირსები
უეფამ უნდა მიაქციოს ყურადღება ამ საკითხს.

0.067963
1825