ფეხბურთი

11:27 | 2.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსი: "ვან გაალს შეუძლია მოკლე დროში გუნდიდან საუკეთესო ფეხბურთელი გააგდოს"

ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა რობინ ვან პერსიმ რონალდ კუმანისა და ლუის ვან გაალის შესახებ ისაუბრა. „არსენალისა“ და „მანჩესტერის“ ექსფორვარდის განცხადებით, კუმანთან არ უმუშავია და ამიტომ, დეტალურად მასზე ვერ ისაუბრებს, სამაგიეროდ, ისაუბრა ლუის ვან გაალზე.

„არასდროს მიმუშავია რონალდ კუმანთან და შესაბამისად, ვერ შევაფასებ, როგორც მწვრთნელს. რაც გავიგე არის ის, რომ კარგად შეუძლია კომუნიკაცია და დისციპლინის თვალსაზრისით ყველაფერი კარგად აქვს ორგანიზებული. მაღალი დონის მწვრთნელმა ასევე უნდა იცოდეს როგორ გააჩინოს პატივისცემა გუნდში. მაგალითად, ლუის ვან გაალს ამის გაკეთება შეუძლია. მწვრთნელის თვისებების გათვალისწინებით, ის წარმოადგენს ყველაზე თანმიმდევრულ პროფილს იმის გამო, რასაც ეროვნულ ნაკრებში იყენებდა.

ვან გაალს შეუძლია მოკლე დროში გუნდიდან საუკეთესო მოთამაშე გაუშვას. მას ასევე აქვს უპირატესობა, რომ ყოველთვის ჰყავს განკარგულებაში რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, მაგრამ ჰოლანდიელმა ფეხბურთელებმა იციან, რომ ლუისთან სუპერ ინტენსიური სამუშაო ელოდებათ. ამაზე საუბარი შემიძლია მასთან მუშაობის საკუთარი გამოცდილებით, ეროვნულ ნაკრებში გატარებული ორი წლითა და „მანჩესტერში“ ერთი სეზონით“, - თქვა ვან პერსიმ.

0.126684