აშშ-ის ღია პირველობაზე მეორე ნომრად განთესილმა ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა, ტურნირის პირველ წრეში, ესპანელი მეტოქის, ხაუმე მუნარის ტრავმით ისარგებლა და მეორე წრეში გავიდა, სადაც ინდოელ სუმიტ ნაგალს შეხვდება.
ტიმმა მუნართან შეხვედრის დასაწყისშივე მიაღწია ბრეიკს, თუმცა ესპანელმა სეტში ანგარიშის გათანაბრება შეძლო და საქმე ტაიბრეიკამდა მიიყვანა. დაძაბულ ბრძოლაში, ტიმმა მე-14 გათამაშებაზე, მეორე სეტ პოინტი ეისით მოიგო. მანვე მეორე სეტშიც გაიმარჯვა, რის შემდეგაც მუნარმა შეხვედრა ტრავმის გამო შეწყვიტა - 7-6 (6) 6-3, ავსტრიელის სასარგებლოდ. შეხვედრა საათი და 55 წუთი გაგრძელდა.
ნაგალმა 6-1 6-3 3-6 6-1 მოუგო ამერიკელ ბრედლი კლანს და გახდა პირველი ინდოელი ჩოგბურეთელი, ვინც აშშ-ის ღიაზე თუნდაც ერთი შეხვედრის მოგება შეძლო.
პირველ წრეში იოლი გამარჯვება მოიპოვა ნვაკ ჯოკოვიჩმა, ვინც 6-1 6-4 6-1 მოუგო ბოსნიელ დამირ ჯუმურს. სერბი ჩოგბურთელისთვის ეს მიმდინარე სეზონში 24-ე შეხვედრა იყო, რომელშიც ამდენივე გამარჯვება მოიპოვა. მისი მომდევნო მეტოქეა ბრიტანელი კაილ ედმუნდია, რომელმაც ტურნირს რუსი ალექსანდრ ბუბლიკი გამოთიშა.
დღეს გვიან, თავის პირველ შექვედრას გამართავს ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ვისი მეტოქეც, ავსტრალიელი ჯონ მილმანია.