სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

21:51 | 20.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

2000 წლის შემდეგ პირველად, ფედერერმა "როლან გაროსამდე" ვერცერთი ტურნირის მოგება ვერ შეძლო

რაფაელ ნადალთან რომის მასტერსზე ფინალური მატჩის 1:6, 3:6 წაგების შემდეგ, მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანმა როჯერ ფედერერმა, 2000 წლიდან მოყოლებული, კარიერაში პირველად ვერ შესძლო "როლან გაროსამდე" ვერცერთი ტურნირის მოგება.

"საკმაოდ კარგად ვთამაშობ და კმაყოფილი ვარ მომზადების დონით. საფრანგეთის ღია პირველობისთვის მზად ვარ და ყველაფერი წესრიგშია. რომის სუპერტურნირმა ამ მომენტისთვის საკუთარი ძალების გამოცდის შესაძლებლობა მომცა.

ერთადერთი, ვისაც ნადალისთვის მოგებული აქვს "როლან გაროსზე" ეს რობინ სოდერლინგია, რომელიც ამჟამად აღარ თამაშობს. თუმცა წლეულს, მონაკოში, ნოვაკ ჯოკოვიჩმა შეძლო რაფაელის თიხაზე დამარცხება, ასე რომ შანსები ნამდვილად არის", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ლეგენდარულმა შვეიცარიელმა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112192