როგორც უკვე ვიუწყებოდით, 1 ივლისს 2013 წლის საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატის პირველი რაუნდის ბილეთების რეალიზაცია დაიწყო და ამ პროცესმა დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია – 2 საათის თავზე საწყისი მატჩების ბილეთები უკვე სრულად იყო გაყიდული.
გასაკვირი არაა, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა ცელიეში დაგეგმილ შეხვედრებზეა, სადაც საკუთარ მატჩებს
ყველაზე პოპულარული სლოვენია-ხორვატია და სლოვენია-ესპანეთის შეხვედრები იყო, რომელთა ბილეთებიც ინტერნეტ-რეალიზაციის დაწყებიდან 20 წუთში (!) ამოიწურა.
თითქმის სრულად გაიყიდა B ჯგუფის ბილეთები, რაც შემადგენლობის გათვალისწინებით, მოულოდნელი არ ყოფილა. ამ ექვსეულში მოხვედრილი ქვეყნების უმრავლესობა ხომ სლოვენიასთან ახლოს იმყოფება: მაკედონია, ბოსნია-ჰერეცგოვინა, სერბეთი,
ძალიან ყოჩაღობენ ფინელი ფანები, რომელთა საყვარელი გუნდიც კოპერში საბერძნეთს, რუსეთს, იტალიას, შვედეთს და თურქეთს გაეჯიბრება. ევრობასკეტის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ჩრდილოური ქვეყნიდან ბილეთებზე დიდი მოთხოვნაა, ამდენად, სლოვენიაში დაახლოებით ათასამდე ფინელს უნდა ველოდეთ.
საერთო ჯამში, ამ დრომდე პირველი რაუნდის 3 ათასამდე ბილეთია დარჩენილი. ჯერაც გაყიდვაშია საფლეიფო თამაშების ბილეთებიც გარდა ფინალური შეხვედრისა, რომლის ყველა ბილეთიც უკვე “დატაცებულია”. ცნობისთვის, ფინალზე ყველაზე იაფი ბილეთი 35 ევრო ღირს, უძვირესი კი – 180 ევრო.
შეგახსენებთ, რომ გულშემატკივრებს ბილეთების ყიდვა ამ ვებ-გვერდზე შეუძლიათ – http://www.eventim.si/en/ აქ კი ბილეთების ფასის და ადგილების შესახებ ინფორმაციას გაეცნობით - http://www.eurobasket2013.org/en/cid_8Xfg3jZMG1QuJnp6pnUWd3.pageID_l,49h2l7GO-rwHOSR6CmT2.compID_qMRZdYCZI6EoANOrUf9le2.season_2013.html
ბილეთები სამ კატეგორიადაა დაყოფილი და შესაბამისად, 15, 25 და 35 ევრო ღირს, თითოეულ ქომაგს კი მაქსიმუმ 4 ბილეთის ყიდვა შეუძლია. ცხადია, ჩვენი გულშემატკივრისთვის საინტერესო “ცელიე არენაა”, სადაც მატჩებს საქართველოს ეროვნული გუნდი ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელები პირველ შეხვედრას 4 სექტემბერს პოლონეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ, მომდევნო თამაშების კალენდარი კი ასეთია: 5 სექტემბერი – ხორვატია, 7 სექტემბერი – სლოვენია, 8 სექტემბერი – ჩეხეთი, 9 სექტემბერი – ესპანეთი.