საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, ჰონკონგში მიმდინარე ასაკობრივი მსოფლიო თასის “ალაფის” პირველ მატჩში, ტონგას პირველი ტაიმის შემდეგ 21:0 ამარცხებს.
ანგარიში გუნდის კაპიტანმა საბა შუბითიძემ ლელოთი გახსნა და ასე აღნიშნა დაბადების დღე. რეზი ჯინჭველაშვილმა ზუსტ გარდასახვას სამი ჯარიმა მიაყოლა, ტაიმის ბოლოს კი, მოლს ვახტანგ ამირანაშვილის ლელო მოყვა. ამჯერად გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 21:0 მოიგო.
საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით თამაშობს:
შერკინება: 1. ზაურ ხარებავა, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. გიორგი მარგველიანი, 4. ფარნავაზ გასვიანი, 5. ბესიკ ბარბაქაძე, 6. საბა შუბითიძე (კაპ), 7. ბადრი დანგაძე, 8. ვახტანგ ამირანაშვილი;
ღერძი: 9. რევაზ ბროძელი, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი;
ხაზი: 11. შალვა შაშიაშვილი, 12. გიორგი ტალახაძე, 13. გიორგი ფრუიძე, 14. მურაზ გიორგაძე, 15. დავით გულიტაშვილი.
მარქაფა: 16. გიორგი თორაძე, 17. ბექა კაკაბაძე, 18. დავით პაპავაძე, 19. ჟორა მღებრიშვილი, 20. თემურ თუთბერიძე, 21. გიორგი ბაბუნაშვილი, 22. დევი დევსურაშვილი.