კალათბურთი

0:02 | 3.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ლუქსემბურგს ისევ 6 ქულით სძლია

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ლუქსემბურგში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა ნაკრებმა მასპინძელთა გუნდი პირველი მატჩის მსგავსად 6 ქულით დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს ქართველებმა ლუქსემბურგს 61:55 სძლიეს, მეორე დღეს კი ჩვენებმა მასპინძლები 82:76 დაამარცხეს.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. აღსანიშნავია, რომ სოლიდური ჩამორჩენის შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა დეფიციტის აღმოფხვრა და საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება მოახერხა. პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 12 ქულას იგებდნენ, მესამე პერიოდში კი ქართველებმა თამაში დაალაგეს, პერიოდი 13 ქულით მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ ქულით დაწინაურდნენ.

ბოლო პერიოდში ქართველებმა ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცეს და 10 ქულით დაწინაურდნენ. სოლიდური უპირატესობის შენარჩუნება ქართველებს არ გასჭირვებიათ და საბოლოოდ 6 ქულის სხვაობით – 82:76 გაიმარჯვეს.

ქართველები ლუქსემბურგთან კიდევ ერთ სპარინგ-მატჩს გამართავენ, რითაც შეკრებას დაასრულებენ. შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა ნაკრებმა ლუქსემბურგამდე რუმინეთთან გამართა 3 სპარინგ-მატჩი, რომელთაგანაც ორშიც გაიმარჯვა.

0.113002