საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ხერესში გამართულ ამხანაგურ მატჩში 2:0 სძლია საუდის არაბეთს, რომელსაც ერთ დროს მადრიდის “რეალში” ნამუშევარი მწვრთნელი ლოპეს კარო თავკაცობს. მოგება კარგია, მაგრამ უსიამოვნოა, როცა მეტოქე ამდენ საგოლე მომენტს ქმნის. ის მეტოქე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოლდოვასთან 0:4 განადგურდა.
საწყის 12 წუთში ქართველთა კარი ორჯერ გადარჩა: ორივე ეს შეტევა მარჯვნიდან განახორციელეს და ორივეჯერ ალ შეჰრიმ გაინავარდა. ჯერ თავად, ურტყამდა და მცველები გადაეღობნენ, ხოლო ორ წუთში საჯარიმოში გააკეთა პასი და უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ალ შამრანიმ 100-პროცენტიანი შანსი გააცუდა – ახლოდან კარს ააცილა. მალევე, ოთარ მარცვალაძე ურტყამდა და ბურთი ოდნავ ასცდა კარს.
სანახაობრივად ცუდი თამაში გამოდგა. ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა რაიმე გააზრებული კომბინაციის გათამაშებას, მოშლილი იყო გუნდური მოქმედება. ქართველთაგან სხვებთან შედარებით აქტიურობდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც შეტევის მარცხენა ფლანგზე გახლდათ. მარჯვნიდან სანდრო კობახიძე თამაშობდა, გამთამაშებლობა ვაკო ყაზაიშვილს დაეკისრა, ხოლო ერთადერთ ფორვარდად ოთარ მარცვალაძე მოქმედებდა.
ქეცბაიამ დაცვაში, ნაკრების სასტარტოში პირველად დააყენა საბა კვირკველია და ბოლომდე ათამაშა კიდეც. მას აკაკი ხუბუტია შეუწყვილა, ხოლო ფლანგებზე უჩა ლობჟანიძე და გია გრიგალავა იყვნენ გამწესებულნი. საყრდენებად კი ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობდნენ.
ბევრ ქართველს ეტყობოდა სათამაშო პრაქტიკის არქონა. მაგალითად, კობახიძე სულ სხვაგვარი გვახსოვს შარშანდელი მატჩებიდან – ამჯერად ბევრი ბურთი დაკარგა, ვერ ამწვავებდა შეტევებს. გრიგალავას კი, მართალია პრაქტიკა არ აკლდა “ანჟიში”, თუმცა პირველ ტაიმში არაბების ყველა თითქმის ყველა შეტევა მისი ფლანგიდან ვითარდებოდა. მეორე ნახევარში შედარებით გამოასწორა გრიგალავამ თამაში.
პირველი ტაიმი სრულდებოდა, არაბები თითქოს უფრო მეტს უტევდნენ, მაგრამ საბედნიეროდ, გოლი მათ კარში გავიდა. ოქრიაშვილმა საჯარიმოს უფლება მოიპოვა და თავადვე მშვენივრად შეასრულა – მაღალ კუთხეში დაურტყა მეკარეს და მისი ნახტომი ამაო გამოდგა. 1:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში ყაზაიშვილმა გარღვევას დარტყმაც მიაყოლა და ბურთი კარს ზემოდან გადასცდა, ხოლო შემდეგ დადგა 5-წუთიანი მონაკვეთი, როცა მეკარე გიორგი ლორიამ ზედიზედ სამჯერ გადაარჩინა თავისიანები: 1. არაბებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, ალ მუვალადი ახლოდან ურტყამს და ლორია იგერიებს; 2. ალ დოსარიმ შორიდან გაისროლა და ლორია ნახტომში იგერიებს კუთხურზე; 3. ქართველებმა ცენტრში დაკარგეს ბურთი, არაბებმა სწრაფად გაათამაშეს და ბოლოს ალ შამრანი ხუთიოდე მეტრიდან ურტყამდა, თუმცა ლორიამ “მკვდარი” ბურთი მოიგერია ფეხით.
რაშიც ქართველები აშკარად სჯობდნენ მეტოქეს, მეორე სართულზე თამაში იყო. განსაკუთრებით კვირკველიამ და ხუბუტიამ ითამაშეს კარგად – ყველა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგეს.
თემურ ქეცბაიამ არაბების ასეთი შემოტევა რომ დაინახა, შემტევი ყაზაიშვილის ნაცვლად, მცველი ლევან კაკუბავა შემოიყვანა, ოღონდ საყრდენად დააყენა. მოგვიანებით, ქეცბაიამ კიდევ უფრო შეამცირა შემტევთა რიცხვი: კობახიძის ნაცვლად გიორგი პაპავა (დებიუტი ჰქონდა ეროვნულ გუნდში), ხოლო ოქრიაშვილის ნაცვლად ლევან ხმალაძე ჩართო თამაშში.
ეს მოგვიანებით, შეცვლამდე სამი წუთით ადრე კი ოქრიაშვილმა საგოლე პასი მიითვალა: მარჯვნიდან დაბალი პასი გააკეთა, ლადო დვალიშვილმა კი ვარდნაში დაასწრო მცველს და ახლოდან გაიტანა – 2:0. დვალიშვილს 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარ ჰქონდა ნაკრებში გატანილი და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სჭირდებოდა.
ბოლოს ხმალაძის თავურიც ვიხილეთ, რომელიც არაზუსტი გამოდგა. არაბები კიდევ ეცადნენ გატანას, თუმცა ბოლოს მწვავედ ვეღარ ირჯებოდნენ. მანამდე ბევრი შანსი მიეცათ და თავიანთ თავს, უფრო კი, ლორიას დააბრალონ.
შეგახსენებთ, 3 ივნისს საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს ეთამაშება შვეიცარიაში.
საქართველო – საუდის არაბეთი 2:0 (1:0)
საქართველო: ლორია, ლობჟანიძე (სალუქვაძე 77), საბა კვირკველია, ხუბუტია, გრიგალავა, კაშია (ძარია 46), კანკავა, ყაზაიშვილი (კაკუბავა 58), ოქრიაშვილი (ხმალაძე 74), კობახიძე (პაპავა 69), მარცვალაძე (დვალიშვილი 46).
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
საუდის არაბეთი: ალ ქარნი, ჰაუსავი, ალ ბიში (მოთაზი 46), ფალათაჰი (ზუბაიდი 81), რაშიდი (გალები 66), ალ ხაიბრი, ალ შეჰრი (ალ იასიმი 55), ალ დოსარი (ალ ბაშასი 87), ალ შამრანი (ასირი 73), ალ მუვალადი.
მწვრთნელი: ლოპეს კარო.
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (45+2), 2:0 დვალიშვილი (71).
გაფრთხილება: რაშიდი (45+1), გრიგალავა (45+1).
მსაჯი: კარლოს დელ სერო (ესპანეთი).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
2
ემირატებთან ფოფხაძე დაგვემატება, გრიგალავა დაღლილი მეჩვენება
ლორია საუკეთესოაა.. უკეთს გუნდს იმსახურებს რომელიმე კაი დონის ჩემპიონატში უნდა თამაშობდეს უძლიერესიააა........
კარიგა რომ მოვიგეთ, მაგრამ 1000 ჯერ მეტია საჭირო იმისთვის, რომ მე-3 ადგილისთვის ვიბრძოლოთ !
მიუხედვად იმისა რომ მოვიგეთ და ორი ლამაზი გოლი გავიტანეთ, საქართველოს ნაკრების თამაშის შემყურეს ოპტიმიზმის საფუძველი არ მაქვს. არა პასი,არა კომბინაცია,ბურთის უაზრო თრევა, კარ სიტუაციაში მყოფი პარტნიორის არდანახვა,სირბილისა და სიარულის ნაცვლად დგომა ერთ ადგილზე, აი რა გახდა საქართველოს ნაკრების საფირმო ნიშანი. მწვრთნელის თემა ცალკე განსახილველია. ჩვენ გუნდს ტაქტიკაში სტაბილურობა დასჩემდა იმით, რომ არასდროს არა აქვს ტაქტიკა და თამაში ნებაზე მიშვებულ ქაოსურ რბოლასა ქგავს. ვისაც გამარჯვება გაუხარდა მეც შევუერთდები, მაგრამ ვიტყვი რომ ასეთივე ანგარიში საპირისპიროდაც შეიძლება ყოფილიყო.არაბები დროდადრო ისე აწიოკებდნენ ჩვენ დაცვას, რომ არა ლორია, მასინ სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა.და საერთოდ ოდნავ მაღალი კლასის გუნდი ამ თამაშში უამრავ გოლს გაგვიტანდა. გაიხსენეთ რამდენჯერ შეტევაში გადასვლის დროს, ბურთის უაზრო თრევისას კარგავდნენ ჩვენი ფეხბურთელები ბურთს, რითაც მეტოქეს საგოლე შეტევის საშუალებას აძლევდნენ.არაბების გარდა მგონი დღეს ასეთებს უკვე არავინ პატიობს :-) ასეთი შეცდომები მაგ იტალიის ნაკრებში კარიერის დამთავრებას უდრის, თუნდაც ვარჯიშზე რომ დაუშვა.ასევე სხვა სერიოზულ ნაკერბში..გამაჯვება მეც მიხარია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ძალიან მატყუარა გამარჯვებაა....გუნდის სათამაშო კლასი 0, მწვრთნელის ხელი გუნდზე 0.....
მიხარია რომ გავიმარჯვეთ
მატჩში საუკეთესოები იყვნენ ლორია და ოქრიაშვილი. ლორიამ ორი შესანიშნავი სეივი ჩაატარა ჯიჯის სტილში, თორნიკეს გოლზე კი სიტყვები არ მყოფნის ბევრ ვარსკვლავს შეშურდებოდა ასეთი უნაკლო შესრულება. მიუხედავად მოგებისა თამაშის ხარისხი არ ვარგოდა, ბურთს საერთოდ ვერ ვაკონტროლებდით რომელიც არ არის უცხო ხილი ჩვენი გუნდისა, ეს პრობლემა იქნებ როგორმე აღმოიფხვრას და გვეშველოს რამე.ასეთმა სუსტმა გუნდმა როგორიც არაბებია მათაც გვაჯობეს ბურთის კონტროლში.
ანანიძე და ჭანტურია რომ დაემატებათ უკეთესი იქნება,დვალიშვილის გოლი გამეხარდა,რთული გოლი შეაგდო,იქნებ დაიწყოს ამ ბიჭმა გოლების შეყრა.მანამდე კი გ8ნდი უნდა მონახოს სადაც თამაშის სესაძლებლობა მიეცემა,არ უნდა წამოსულიყო ეს ისრაელიდან,იჯდა იქ სასტავსი პატივისცემაც ქონდა.არაა ეს ის ფეხბურთელი რომ ევროპაში ფეხი მოიკიდოს.
ისე დავაკვირდი სულ ასე ხდება როდესაც დვალიშვილი შემოდის სასტავში ჩვენები ბურთზე კონტროლს კარგავენ,ამასაც იღბალი უნდა თუ პასი ვერ მიეცი დვალიშვილს ის კარებში ვერ დაარტყავს,ეს პასიც არაბებთან გაიჭრა, თორემ სხვა ევროპის დაცვა ასეთ პასს ჩაჭრის ძალიან იოლად,ასე რომ პასებზეა სამუშაო.ოქრის სტანდარტი ლამაზი გამოუვიდა,
საბოლოო ჯაში იმედს ვიტოვებ რომ გუნდი უფრო შეთამაშდება და უკეთეს თამაშებს გვანახებს.
ხარისხი,ხარისხი...
დვალიშვილს 5 წელი გოლი არ ქონდა ნაკრებში
ლამამაზი ჯარიმა იყო ბრავო!
საუდის არაბეთი რო გაჯობებს თამაშით, (52/48) ბურთის ფლობით, და საგოლე მომენტებით(?!) ეს გუნდი თავისი ((MწვრთNელიანად)) უნდა დაიშალოს და ათამასონ U-17-ანU-19 ისინი ასე მაინც არ შეგვარცხვენენ!!!
საუდის არაბეთის რეიტინგი ნახე და მერე ჩვენი. თამაშში ჯობნას კიდე რას ეძახი სამ მომენტს? ფინეთს ვაჯობეთ ბურთის ფლობით, მაგრამ წავაგეთ,, ვის უფრო მაგარ ნაკრები ყავს ჩვენ თუ ფინეთს???
პაულინიო
ვა ეგ თუ მართალია გაასწორებს
რას ფიქრობთ 19 წლამდელებზე დგეს?
სავსებით შესწევთ ძალა რომ მოიგონ.
მოვიგებთ
სტამბულის გალათასარაის სატრანსფერო სიაში განიხილება ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი ამის შესახებ განუცხადა თურქული მედიის გაზეთ ფანატიკს სტამბულელთა კლუბის პრეზიდენტმა ერსუნ იანალმა ჩვენ მივმართეთ წინადადებით ოდესის ჩერნომორეცს და ფეხბურთელის მენეჯერს რათა ჩვენი კლუბის ინტერესი გაგვეზიარებინა პასუხს ველოდებით ოდესელებისგან უერთეირთ შეთანხმების შემთხვევაში გალათასარაი ქართველ ნახევარცნველში 2+1 სისტემით გააფორმებს ხელშეკრულებას ფეხბურთელთან და მისი სატრანსფერო ფასი 2 მილიონ 200-ათასი ევრო იქნება
გალა კარგი გუნდია.
ეგ თუ სიმართლეა და გამოვიდა, მაგარი ამბავი იქნება.
სომხებმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებს 4-3 მოუგეს, ნეტავ რას ვიზამთ ჩვენ მაგათთან???
იმედია დამაჯერებლად მოვიგებთ.
უნდა მოუგოთ თან დამაჯერებლად
არა რა ამ ნაკრების იმედი ისევ არ უნდა გქონდეს. ძალიან ცუდად ითამაშეს.
U19 საქართველო კვიპროსის ვიდეო
0?'>http://sportall.ge/mtavari/video.html?view=video&video=4051':'>http://sportall.ge/mtavari/video.html?view=video&video=4051'))
მადრიდისტა (3033)
შემტევები ყავდა სკამზე რო შემოეყვანა???
ვის გამო არ ყავდა? სადაც ხმალაძე და კაკუბავა მიყავდა იქვე მერება რომ წაეყვანა რა?
მერაბაზე კამათი შეიძლება დანარჩენები კი ვინც გამოიძახა ვერ ჩამოვიდენ მეტი სანაკრებო შემტევი ფეხბურტელი კი არ გვყავს
გუშინ გამოძახებული ჩამშლელები ხო რას ამბობ ყველა ვარსკვლავებს წყვიტავს რა
არც ვამბობ რომ გამოსაძახებლები იყვნენ...სანაკრებო დონის არავინ არ არიან უბრალოდ 23 კაციანი განაცხადი ვიგაცას ხო უნდა შეევსო


საშინელება, კოშმარი, აბსოლიტური 0 !!! რომ შეადარო დღევანდელი 19 წლამდელები და ეროვნული ნაკრების სათამაშო ტაქტიკა, განსწავლულობა, იგივეა რომ ბრაზილია და სან მარინო შეადარო! ვინც ეთანხმებით +
ბიჭებო სადმე იყო ეს თამაში? ან გოლების ლინკი სად ვნახო?
stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=9oYUXn1C-qY')>0?'http://www.youtube.com/watch?v=9oYUXn1C-qY':'http://www.youtube.com/watch?v=9oYUXn1C-qY'))
ხო მოიგეს მთავარი ეგ არის, მეორეც ამხანაგური თამაში იყო, მოლდოვასთან წააგო საუდის არაბეთმა მაგრამ არ არის ფარჩაკი გუნდი. მაგარ დონეზეა მანდ საკლუბო ჩემპიონატი. იაპონიის და სამხრეთ კორეის კლუბებს ტოლსწორად ეთამაშებიან. მაგარი თაობა გვეზრდება მაგრამ ნუ გავაზვიადებთ 19 წლამდელების ეხლავე ეროვნულ ნაკრებში თამაშს. ძალიან დიდი განსხავებააა ეროვნულ ნაკრებსა და 19 წლამდელებს შორის. მახსოვს ანანიძე დაფრინავდა ახალგაზრდულში და ეროვნულში ბოლო პერიოდს თუ არ ჩავთვლით თავიდან ძალიან გაუჭირდა. ჩინეთის ნაკრებს აჯობა საუდის არაბეთმა და თავის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ლიხტენშტეინზე და სანმარინოს არ უნდა შევადაროთ რა ეს ნაკრები. ჩვენებმა ითამაშეს ისე როგორც შეუძლიათ. გამიხარდა გუშინ პაპავა რომ ათამაშა, არ არის გამორიცხული რომ შემდეგაც ათამაშოს პაპავა.
არაბები 75 ადგილზე არიან ჩვენ 103-ე ადგილზე ეს არის რეალობა და ამ გუნდის სისუსტეზე ლაპარაკი არ შეიძლება და სან-მარინოსთან შედარება
მაგას ვამბობ მეც, ისე გამოიყვანეს ვითომ ეს იყოს ანდორის ნაკრები. დიდი ფული ჩადეს თავის საკლუბო ჩემპიონატში და თამაშობენ რა. კლასი არ აქვთ თორემ მოძრაობაში და ტექნიკაში კი გვაჯობეს გუშინ. რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი, ყველა იმედით ვუყურებთ 19 წლამდელებს რომლებიც იმედია ითამაშებენ დიდ ფეხბურთს. ებრალიძესი მეიმედება, ჯანო მაგარი დანაკლისი იყო, თაგვის სისწრაფე გვინდა აუცილებლად და აი მერე შეიძლება რაიმეს იმედი გვქონდეს კარგი თამაშის მაინც. ჯანო, ოქრი, თაგვი, ებრალიძე, ყაზაიშვილი ამ ბიჭების იმედი მაქვს.
ჭანტურია გამომრჩა
ჯანოზე გეთანხმები ბურტის დამჩერი არ გვყავდა რო ცენტრი ბურტი ეტარებია და პასები დაერიგები .და არაბების
ჩემპიონატში მტელი საქარვრლოს ბიუჯეტი და მეტი იქნება ჩადებული და ლეგიონერს რატომა რ იმატებენ ვერმივხვდი
ამ ბიჭებს იმედია 19 წლამდელებიდან რამდენიმე დაემატება და ნორმალური გუნდი გამოვა...19 წლამდელებში და ნაკრებში თამაში სულ სხვადასხვა დონეა მაგრამ ამ ბიჭებიდან 3-4 კაცი რო გამოადგეს ნაკრებს ესეც საქმე იქნება
აუცილებლად ოღონდ მთავარია ეხლა ამ ბიჭებმა კარგ კლუბებში ითამაშონ. ლოკომოტივი და საბურთალოზე ძლიერ კლუბებში. დინამომ, ზესტაფონმა აიყავნოს რა ეს ბიჭები, მაინც ვერ გადიან ფინალურ ეტაპზე და რა იქნება ეს ბიჭები რომ ათამაშონ.
ამ ბიჭებისთვის პრაქტიკა მართლაც აუცილებელია მაგრამ საქართველოში განვიტარება ძალიან გაუწირდებათ...ამასთან ქართული კლუბები ამათ ნაკლებად აძლევენ შანს..ზოგი გუნდი კი საერთოდ ვერარ იარსებებს...ქვევიტაც დავწერე სავარაუდოდ მეტალურგი დაიშლება ამის ბედს კიდე რამდენი გაიზარებს არავინ იცის
მე შედეგი მადარდებს თორემ კაი მეკარე კაი დაცვალ და კონტრშეტევაზე 1 გოლი და ასე მოვიგოტ მირჩევნია ვიდრე გაუხსნა თამაში შემტევად ითამაშო და მერე ამოგვტენონ.ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს მაგრამ ხომ მოვიგეტ იქნებმერე დაიხვეწოს კიდევ ერტ არაბულ სახელმწიფოსთან გვაქ 3ში მარა ის ბევრად ძლიერია ამაზე იმასაც მოვუგოთ მერე ევროპის შესარჩევია მანამდე ამხანაგურები იქნება დაგეგმილი 1მაინც მერე ირლანდიას მოვუგოტ გასვლა შოტლანდიას და მესამე ადგლის კი გმაოვკრავთ ხელს მე იმედიანად ვარ .აბა ისე ნუ აბრალებტ ქეცბაიას ვიტომ ახლა მას უნდოდეს ასე ცუდად ტამაშობდეს საქართველო
ჩემი აზრით,ცინცაძის,აბურჯანიას და კაკაბაძის გამოძახება დღესვე შეიძლება ნაკრებში.კანკავასთან ერთად აბურჯანია და ცინცაძე სერიოზულ ცენტრს შექმნიდნენ და მისგან ბევრსაც ისწავლიდნენ.
იმედია, ამის ასაკზე ლაპარაკით აღარ შეგვაწყენენ თავს
0?'>http://fanebi.com/jozeph-minalas-asaki-ophitsialurad-gairkva/#.U4gmhVWSyyo':'>http://fanebi.com/jozeph-minalas-asaki-ophitsialurad-gairkva/#.U4gmhVWSyyo'))
გონგაძე,ჩისკო,საბანაძე...გამოიზახეთ ნაკრებშიი 3 კლასნი ფეგბურტელიააა!!!!!!!!!!!
დვალიშვილი არის შემსრულებელიი მეპასე არ ყავს ნაკრებშიიი...არა და არ არის ცუდი თავდასხმელიიი..მაგარ ცუდ ფეგბურთს თამაშობს საქართველოს ნაკრები რას თამაშობს თვითონ ფეგბურტელებმა არ იციიან არ ვარგა კეცბაია რაც მარტლაიაა მარტალია....ტიპი 5-6 წელია ნაკრებში და სტილი ვერ ჩამოუყალიბაა
rodis daiwyeba mundiali bliad
)
ერთადერთი გამართლება გუშინდელ თამაშში რამდენიმე ფეხბურთელის მონაწილეობისა,ძირითადის რამდენიმე კაცის არყოფნაა... კაკუბავა,ხუბუტია,ხმალაძე,ძარია არ არიან სანაკრებო დონის...თან ამდენი ჩამშლელის ერთად ყოფნა,განსაკუთრებით მეორე ტაიმში, თან ამხანაგურ მატჩში გაუგებარია...შედეგი კარგია,მაგრამ რომ არა ლორია კიდევ საკითხავია მოვიგებდით თუ არა ამ თამაშს...
ამიტომაც იყვნენ მაგ ხალხი ნაკრებში თორე ტავდაპირველ განაცხადში არცერთი მადგანი არ იმყოფებოდა...გრიგალაშვილი, ჭანტურია, ანანიძე, თარგამაძე, ვაწაძე ფოფხაძე ---აი ამ ხალხის ნაცვლად
ლორია ძალიან მაგარი მეკარეა პროსტა ხანდახან ისეთ ბურთს გაუშვებს იმიტომ არ ყიდულობს ტოპ კლუბიი!!!გუშინ მაგან ბურტები ხსნა საგოლლ მაგან მოიგო ეგ თამაშიი ყველაზე მაგარიაა ნაკრებში ეგეტი მეკარე რო გყავს იმედი გაქვს და 4 უეჭველ ბურთს რო მოხსნიი მერე ერთს გაიტან რააა საგოლ ლორია მაგრამ ცოტა დაკვირვებით ითამაშე დინამოშიც!!!!!!!!!!!
კაროცჰე ცჰასვრილია ცჰვენი ფეხბურთი რა ამ გადაგვარებულ და ბაიბულში არ მყოფ ხალხთან ესე როგორ უნდა ითამაშო რა გასვლა ჯგუფიდან მარტო იმათ გავასწრებთ დამავიწყდა რა ქვია იმ საფეხბურთო ნაკრებს
DDDDDD შედეგია მარტო მისაღები დანარჩენი არაფერი არ ვარგოდა
DDDD ოქრის ჯარიმა საუცხოოო იყო 
4 მცველით და 5 ჩამშლელით დავამთავრეთ თამაში, სირცხვილია რა უბედურებაა, მოურინიოს ჩელსი და ინტერიც კი არ იზამდა ამას
შემტევები ყავდა სკამზე რო შემოეყვანა???
წაეყვანა მერე მერებაშვილი
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
გილოცავთ ყველას მოგებას, ბევრია სამუშაო ბევრი,
კარგია რომ მოგება გავიხსენეთ, გამიხარდა რომ ლორია ისევ საიმედოდ დგას კარებში.
ქებათ-ქებას არ დავიწყებ იმიტომ არაბებთან გამარჯვება წესით და რიგით არც უნდა გვიკვირდეს, უბრალოდ ჩვენი ფეხბურთის არც თუ სახარბიელო მდგომარეობის გამო გვიხარია. მარა როგორც ჩანს არადამაჯერებელი თამაში იყო დაცვაში რაც იმედია გამოსწორდება.
ლობჟანიძეს სათამაშო პრაქტიკა აკლია,თორე ვერც ღონღა ჯობია( მიუხედავად იმისა რო მაგრად მევასება ღონღა)და ვერც ხურცილავა... დაცვაში ძაქან მაგარია ლობჟანიძე,ცოტა შეტევაში ჩარტვა უჭირს ,მარა ჩვენი ნაკრები ისედაც სულ დაცვითს თამაშობს და რათ უნდა მაგის შეტევა
კაშიას რაც შეეხება,მაგის ადგილი აშკარად დაცვის ცენტრშია და არა ნახევარდაცვაში...
stripslashes((strlen('http://sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/64854-qthu-1-el-ivnisamde-araferi-gairkva-mashin-qmetalurgiq-aghar-iarsebebsq.html')>0?'http://sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/64854-qthu-1-el-ivnisamde-araferi-gairkva-mashin-qmetalurgiq-aghar-iarsebebsq.html':'http://sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/64854-qthu-1-el-ivnisamde-araferi-gairkva-mashin-qmetalurgiq-aghar-iarsebebsq.html'))
---------------------------------------------------------------
ეს ნახეთ მართალია ნაკრებს არ ეხება მაგრამ ქართული ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია და ასეთი ფაქტები თავისტავად ნაკრებზეც აისახება....რუსთავის მეტალურგი იშლება მისი პატრონობა კი არავის აღარ უნდა!!!!!!!!!!!!!!!!! სამარცხვინოა ამის ფონზე ჩემპიონატში გუნდების გაზდაზე ლაპარაკი....ძალიან მაინტერესებს სადაა აყვავებული ფეხბურთი რომელსაც ასე გვპიდებოდა "ენერგეტიკი" და მისი მონა მამის შემარცხვენელი????
ცუდია ძაან,ესე თუ დაიშალა გუნდები,რაჯა გამოვა... ეს ფედერაცია კიდე რა 16 გუნდის გაზრდაზე იძახის,ჩემპიონატის ბოლომდე ვერ მივა ნახევარი გუნდების...
ეს არ ვიცოდი იმედია ვინმე გამოჩდება
სამწუხაროდ როგორც ჩანს არავის უნდა გუნდის პატრონობა..მუნიციპალიტეტის იმედზე ყოფნა კი არ შეიძლება
ძალიან ცუდი ამბავია არ მეგონა ასეთ მდგმარეობაში თუ იყო გუნდი,მეთქი მომავალი სეზონიდან ისევ გაუზრდიდა დაფინანსებას ქარხანა,ასი ათასი რომც მისცეს ქარხანა რაში უნდა ეყოთ,რუსთავს გუნდი აუცილებლად უნდა ყავდეს იმედია ვინმე გამოჩდება,ჯერ არჩევნებია ეხლა არავის ცხელა ფეხბურთისთვის,არადა ესეთ სასინელ მდგომარეობაში არიან გუნდები და გაზრდაზე მიდის კიდე ლაპარაკი,ან ეს მთავრობა ბოლოს და ბოლოს თუ ეხმარება გუნდებს დაეხმაროსსსსს
არჩევნების პერიოდში დახმარებას კანონი კრძალავს..არჩევნების დამთავრების შემდეგ 1 თვე მინიმუმ დალაგებას მოუნდებიან სკამების გადანაწილებას მერე ცოტა ხო უნდა ჭამონ სად სცალიათ პირდაპირ ფეხბურთის პრობლემებს ეცნენ...ამ ყველაფერში კი დრო ისე გავა და ჩემპიონატი დაიწყება რუსთავი კი უგუნდოდ დარჩება....მთავრობის და ფედერაციის იმედი კი ტყუილა გვაქვს..ისევ ვიგაც კეთილი კაცი თუ გამოჩნდება და დააფინანსებს გუნდს არადა რა გახდა მინიმუმ 3 მილიონი გუნდისთვის რუსთაველებს ამაზე მეტი არ შეაქვს ქალაქის ბიუჭეტში + უამრავი მცირე საწარმო და რამდენიმე საკმაოდ მსხვილიც ქალაქს რო წამლავენ ამათი გადასახადები სად მიდის??? ქალაქს გაკეტებულის არაფერი ეტყობა და ესეიგი ჭამენ
ბევრჯერ მინახავს პაპავას თამაში არამარტო დინამოში სანაკრებოშიც გორში რო ჩატარდა სლოვაკებთან და პერსონალურად ვაკვირდებოდი რას წარმოადგენდა ეს ბიჭი
პაულინიო
ლორია რომ დინამოდანაა რომელი ჯობია ნაკრებში ? რაღაც არ გევასება დინამო შენ ალბათ თორე პაპავას თამაში ვისაც აქვს ნანახი ყველას გონია რომ მაგარი ცენტრი დადგება და ნაკრების სასტავის კაციც ახალგაზრდულ ნაკრებებშიც ყოველთვის მაგრად თამაშობდა
ლორიას არავინ ჯობია დღესღეობით უძლიერესი მეკარეა