ძიუდო

1:33 | 4.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო ევროპის თასზე

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დასრულებულ ევროპის თასზე ახალგაზრდებს შორის, გადახალისებული შემადგენლობით მყოფმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ვერცხლის მედლები კობა მჭედლიშვილს (-73კგ) და ლევან გუგავას (-81კგ) ერგოთ, ბრინჯაოს მედლებს კი თორნიკე ნაგლიაშვილი (-55კგ) და ელენე ქებაძე (+78კგ) დაეუფლნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116918