საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი 4 მედლით ჩაამთავრა. ბეთქილ შუკვანის (60კგ) გუშინწინ მოპოვებულ ვერცხლს, დღეს ლევან ჟორჟოლიანმა (100 კგ) კიდევ ერთი ვერცხლი, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) და ირაკლი ცირეკიძემ (100 კგ) ბრინჯაოები მიამატეს.
ჟორჟოლიანი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ბოსნია-ჰერცეგოვინელმა ანელ ნეკიჩმა არ აუშვა. რეპეშაჟის ფინალში, ლიპარტელიანმა სლოვენიელი ნილან რანდლი დაამარცხა, ხოლო ცირეკიძემ - ჩეხი ლუკაშ კრპალეკი. კვრაცხლბეკამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა მძიმეწონოსან ზვიად ხანჯალიაშვილს - “ბრინჯაოს ფინალში” მან პოლონელ იანუშ ვოინაროვიჩთან წააგო და საბოლოოდ, მე-5 ადგილი დაიკავა.







