თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ქალთა ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებას 7 ტურის თავზე ორი ლიდერი ჰყავს: სოფიო გვეტაძის (2313) და სოფიო ნიკოლაძის (2174) აქტივში 6-6 ქულაა.
ლიდერებს კვალში 3 მოჭადრაკე უდგას, რომელთაც 5-5 ქულის მოგროვება მოახერხეს. ესენი ნინო ხომერიკი (2063), ინგა ხურცილავა (2276) და მარიამ ჭოლაძე (1909) არიან.
მე-8 ტურში ხომერიკი გვეტაძეს ეთამაშება, ხურცილავა – ნიკოლაძეს, ხოლო ჭოლაძე – ანა კუჭავას (2128), რომლის მონაგარიც 4.5 ქულაა.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და მასში 25 მოჭადრაკე ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ I-V ადგილებზე გასული მონაწილეები საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვინ უნდა იფიქროს იმაზე რომ უმაღლეს ლიგაში აღმოჩნდება 1909 და 2063 რეიტინგის მქონე მოჭადრაკეები,თუ უნდა ფიქრობდეს ვინმე მათ რეიტინგის ამაღლებაზე და იმაზე თუ რამდენად ცუდი იქნება ასეთი დაბალი რეიტინგის მოწინააღმდეგე თუნდაც ნაკრების წევრ და ნაკრების წევრობის კანდიდატ მოჭადრაკეებისთვის