პორტუგალიის ქალაქ პორტუში მიმდინარე სენიორთა ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ კიდევ 2 მედალი მოიპოვა. რაპიდში წარმატებას ზურაბ სტურუამ (2525) და ნონა გაფრინდაშვილმა (2244) მიაღწიეს.
აღსანიშნავია, რომ კლასიკური ჭადრაკისგან განსხვავებით, რაპიდში ქალი და მამაკაცი მონაწილეები ერთ ტურნირში ირჯებოდნენ.
50
ამავე ტურნირში ციალა ქასოშვილმა (2112) 5.5 ქულა მოაგროვა და მე-11 განთესვის ფონზე ჩინებული შედეგი დააფიქსირა – მე-4 ადგილზე გავიდა. რაც შეეხება ნინო გურიელს (2298), იგი 5.0 ქულით მე-8 იყო.
65+ შეჯიბრში მთავარი პრიზი რუმინელმა მიჰაი შუბამ (2379) მოიპოვა 8.0 ქულით, მე-2 ლიტველი ალგიმანტას ბუტნორიუსი (2340) გახლდათ 7.0 ქულით, ბრინჯაოს მედალი კი გაფრინდაშვილს (2244) ერგო, რომელმაც 6.5 ქულა მიითვალა. თამარ ხმიადაშვილმა (2026) 9 ტურში თავი 5.0 ქულას მოუყარა და 28 მონაწილეს შორის მე-9 შედეგი აჩვენა.
21 მარტს პორტუში ბლიცში შეჯიბრია დაგეგმილი და ევროპის ჩემპიონატი დასრულდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაი იქნება პატო ვალენსიაში
წაი ვალნსიააში
ეჰ რა იმედებს ვამყარებდი პატოზეე...ტიპი რა ნიჭიერი იყო, მაგრამ ტრავმებმაც დატანჯეს და ქალებსაც გადაყვა...რონალდინიოსთან ერთად განსაკუთრებით ძლიერად თამაშობდა...
ჯერრ ის სინგაპურელი არ მოსულაა ტყულილიაა ეს ლაპარაკებიი . . თუ მოვა ყველაზეე ძაან ძეკო და ნანი უნდაა
)
წარმატებები შენს გუნდს
)) ევროპაში უნდა გაAტრაკოთ
პატოოც მაგრა მევასებაა
)
ვალენსიას შეიხები თუ უშველის
ნეტა ვალენსია ცოტა ფეხზე დადგეს მატერიალურად... ესპანეთში შევიდეს შეიხების და ეგეთი ხალხის იმის ნახევარი ინვესტიციები რაც ინგლისში შედის, მეტი არ მინდა არაფერი )))
ეხლა გინდა პატო მოიყვანეტ გინდა ნატო,