ძიუდო

18:12 | 26.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

2 ბრინჯაო ჩელიაბინსკიდან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე ორი ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა. კვარცხლბეკზე ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) ავიდნენ.
პაპინაშვილი ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან გამოეთიშა, რუს ბესლან მუდრანოვთან წაგებით. რეპეშაჟის ფინალში კი ავსტრიელ ლუდვიგ პაიშერს სძლია. შავდათუაშვილს საჩემპიონო გზა მასპინძელ ალიმ გადანოვთან მარცხის გამო ჩაეკეტა, ხოლო “ბრინჯაოს ფინალში” ფრანგი დავიდ ლაროში დაამარცხა და 72 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რითაც ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც გაინაღდა.
დღესვე რუსულ ტატამზე ბეთქილ შუკვანი (60 კგ) და შალვა ქარდავაც (66 კგ) გავიდნენ, მაგრამ ორივემ მე-7 ადგილი იკმარა.
 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173852