ფეხბურთი

21:24 | 1.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგი: "ბარსელონაში" ქაოსია, მისი წასვლა კლუბისთვის უდიდესი დარტყმა იქნება"

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა გუნდიდან ლიონელ მესის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა. ნიდერლანდელის განცხადებით, ეს კლუბის იმიჯისთვის უდიდესი დარტყმა იქნება.

Voetbalprimeur-თან საუბარში დე იონგი აღნიშნავს, რომ მისი პირველი სეზონი „ბარსაში“ წარუმატებელი იყო, მაგრამ ცდილობს ამის შესახებ არ იფიქროს.

„ბარსელონაში“ ქაოსია. მე არ მისაუბრია მესისთან გუნდიდან მისი წასვლის შესახებ, ამიტომ სრული სიტუაცია არ ვიცი. თუ ის წავა, ეს უდიდესი დარტყმა იქნება, როგორც გუნდისთვის, ისე მთლიანად კლუბისთვის. როდესაც სანაკრებო მატჩებისთვის შემდეგ კლუბში დავბრუნდები, გავიგებ რა მოხდა. რა თქმა უნდა, თვალყურს ვადევნებ რა ხდება. მესი კვლავ გუნდის ჩათშია, მაგრამ ჩვენ ისეთი ახლო ურთიერთობა არ გვაქვს, რომ მისთვის დამერეკა და მეკითხა, რა მოხდა.

ჩემი პირველი სეზონი „ბარსელონაში“? უტიტულოდ დავასრულეთ, ორი მწვრთნელი შევიცვალეთ, მაგრამ ვცდილობ შვებულებაში ამაზე არ ვიფიქრო“, - თქვა დე იონგმა.

0.120443