სხვა

12:21 | 1.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი რეიტინგში დაწინაურდა

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ სერიოზული პროგრესი განიცადა.

ტოჩინოშინმა ივლისის ბაშოზე 10 შეხვედრა მოიგო და ზაფხულის ტურნირი დადებითი ბალანსით დაასრულა. გამომდინარე აქიდან ტოჩი 14 პოზიციით დაწინაურდა და ის მე-4 მაეგაშირა გახდა.

რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს, გაგამარუ რანგით მეოთხე დივიზიონშია და დასავლეთის 85-ე ადგილზე იმყოფება. ქართველ სუმოისტს ტრავმა აქვს და სწორედ ამიტომ მან რამდენიმე ბაშო გამოტოვა, მათ შორის ივლისის სუპერტურნირიც.

იოკოძუნის სტატუსი ჰაკუჰომ და კაკურიუმ შეინარჩუნეს, ოძეკები კი ასანოიამა და ტაკაკეიშო იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო ბაშო 13 სექტემბერს დაიწყება და 27-ში დასრულდება. ტოკიოში გასამართ ტურნირს კორონავირუსის პანდემიის გამო მაყურებლები კვლავ შეზღუდული რაოდენობიღ დაესწრებიან.

0.115332