ფეხბურთი

11:23 | 1.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი: „კუმანის ნაკრებიდან წასვლა ყველას გვეწყინა“

„ლივერპულისა“ და ნიდერლანდების ნაკრების მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა, ჟურნალისტებს თვისი აზრი გაუზიარა მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის „ნარინჯისფერთა“ ბანაკიდან წასვლის შესახებ.

„ნაკრებში ყველას გული დაგვწყდა ასეთი კარგი მწვრთნელის წასვლის გამო. მეორე მხრივ, გვიხარია, რომ „ბარსელონაში“ გადავიდა. ვიცოდით, რომ კატალონიური კლუბის გაწვრთნა მისი ოცნება იყო.

რთულ დროში ვცხოვრობთ, რასაც კორონავირუსი და გაურკვევლობა ემატება. ადამიანს შანსი გაუჩნდა და მისი გვესმის.“ - ციტირებს ვან დეიკის სიტყვებს Goal.com.

0.112013