ფეხბურთი

10:18 | 1.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო დაბრუნდა

„მანჩესტერ სიტის“ არგენტინელი შემტევი, სერხიო აგუერო, ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა და ვარჯიში დაიწყო. „ვუბრუნდები ვარჯიშს მინდორზე“ - დაწერა მან საკუთარი ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს აგუერომ მუხლის ოპერაცია გაიკეთა და სეზონის ბოლო მატჩებში მინდორზე აღარ გამოჩენილა.

არგენტინელი „სიტიში“ 2011 წელს გადავიდა მადრიდის „ატლეტიკოდან“ 40 მილიონ ევროდ. გასულ სეზონში მან პრემიერლიგაში 24 შეხვედრა ჩაატარა, 16 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა. „ქალაქელებთან“ მის კონტრაქტს ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

0.128404