ფეხბურთი

1:33 | 1.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა შეკრება დაიწყო

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის შესარჩევი ეტაპის უახლოესი ორი მატჩისთვის მზადება დაიწყო. ვასილ მაისურაძის გუნდი ორი დღეა ტექნიკურ ცენტრ ბაზაზე ვარჯიშობს და სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში ამჟამად 23 ფეხბურთელია.

1 სექტემბრიდან ახალგაზრდულ ნაკრებს ლვოვის "რუხის" ნახევარმცველი რატი არდაზიშვილი შეუერთდება. ლუკა ლოჩოშვილი საფრანგეთთან მატჩს დისკვალიფიკაციიის გამო გამოტოვებს, მაგრამ შესაძლოა ლიხტენშტეინთან თამაშისთვის ნაკრებს შეუერთდეს. რაც შეეხება ლუკა ლაკვეხელიანს, უნგრული "მეზოკოვესდის" მცველი შესაძლოა გუნდს ვერ დაეხმაროს.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 4 სექტემბერს, გორში, ფრანგ თანატოლებს დაუხვდება, ხოლო ოთხი დღის შემდეგ ლიხტენშტეინს სტუმრად დაუპირისპირდება. ვასილ მაისურაძის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები არიან:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა,გორი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა სანიკიძე („თელავი“, თელავი)

მცველები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ილია ბერიაშვილი („თელავი“, თელავი), ლუკა ქაფიანიძე („ტორპედო“, ქუთაისი), ლუკა ასათიანი („სამგურალი“, წყალტუბო), შალვა ბურჯანაძე („სამგურალი“, წყალტუბო), ჯემალ ჯინჯოლავა („ლოკომოტივი“, თბილისი), ლუკა ლაკვეხელიანი („მეზოკოვეშდი“, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი („დინამო“, თბილისი), რატი არდაზიშვილი („რუხი“, ლვოვი), ნიკა გაგნიძე („დილა“, გორი), იური ტაბატაძე ( „საბურთალო“, თბილისი), რატი მჭედლიშვილი („ლოკომოტივი“,თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი), დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“, თბილისი), ბექა დარცმელია („ლოკომოტივი“, თბილისი), თორნიკე ძებნიაური („ლოკომოტივი“, თბილისი)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი („დილა“, გორი), გიორგი გულიაშვილი („საბურთალო“, თბილისი), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“, თბილისი) , სერგო კუხიანიძე (“სამგურალი“ წყალტუბო), ბექა ქავთარაძე („საბურთალო“, თბილისი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114611