აშშ-ის ღია პირველობის პირველივე დღეს, ტურნირს მეცხრე ნომრად განთესილი არგენტინელი დიეგო შვარცმანი გამოეთიშა, რომელსაც ბრიტანელმა კამერონ ნორიმ ხუთ სეტში, 3-6, 4-6, 6-2, 6-1, 7-5 აჯობა.
ეს ორი ჩოგბურთელი ადრე ორჯერ შეხვედროდა ერთმანეთს და ორივეჯერ ჰარდზე. მათ თითო მოგება ჰქონდათ და ორივე შეხვედრაში გამარჯვებული სამ სეტში გამოვლინდა.
მსოფლიოს მე-13 ჩოგანმა შეხვედრა კარგად დაიწყო და პირველი ორი სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა. და თითქმოს, იოლი გამარჯვებაც ახლოს იყო, მაგრამ ნორიე მესამე სეტიდან კარგად ათამაშდა, რამდნჯერმე შესანიშნავი წაღმა (ფორჰენდი) დარტყმით შეძლო ქულების აღება და სეტებში ანგარიშიც გაათანაბრა.
გადამწყვეტ სეტში, შვარცმანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა - ნორის დროპ შოტის მოგერიების მცდელობისას დაეცა და მარცხენა ხელი იტკინა. თამაში რომ გაგრძელდა, ორივემ მეტოქის მოწოდებაზე შეძლო გეიმის მოგება. სეტის მიწურულს, მსოფლიოს 76-ე ჩოგანმა ნორიმ საკუთარ მოწოდებაზე ორი მატჩ პოინტი მოიგერია. მეათე გეიმში კი ბრეიკს მიღწია და ანგარიში გაათანაბრა - 5-5.
მომდევნო გეიმში ბრიტანელმა თავისი მოწოდება იოლად აქცია ქულად, აშკარად გადაღლილი მეტოქის მოწოდებაზეც კარგად ითამაშა და შეხვედრას გამრჯვების წერტილი დაუსვა.