იტალიურმა „მილანმა“ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. შვედი თავდამსხმელი ლომბარდიულ გრანდში 2021 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
ზლატანი ამ პერიოდში 7 მილიონ ევროს მიიღებს და 11-ნომრიანი მაისურით გაირჯება. გასულ სეზონში იბრა შავ-წითლებში 21 ნომრით თამაშობდა (11 ნომერი კი 2010-2012 წლებში ეცვა, 85 თამაში, 56 გოლი).
შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩი „მილანმა“ იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და 38 წლის ფეხბურთელმა 20 შეხვედრაში თავის 11-ჯერ გამოჩენა შეძლო.