ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი დავიდ სილვას კორონვირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახალი კლუბის, „სოსიედადის“ ვებგვერდი ავრცელებს.
ბასკური გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, სილვამ ბოლო სამ დღეში ორჯერ გაიარა ტესტირება და მეორე შემთხვევაში პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
34 წლის ფეხბურთელს ვირუსი ასიმპტომურად აქვს და თვითიზოლაციაში გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, „სოსიედადმა“ დავიდ სილვა რამდენიმე კვირის წინ დაიმატა და დღეს სტადიონზე მისი ოფიციალური წარდგენის ცერემონიაც გაიმართა.