ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პრაღის ტურნირს მეორე წრეში გამოეთიშა. მარიამი, რომელიც WTA-ს რეიტინგში 185-ე ნომერია, 228-ე ჩოგან მაია ხვალინსკასთან უშანსოდ დამარცხდა.
შეხვედრა საათსა და 10 წუთს გაგრძელდა და პოლონელი ჩოგბურთელის აშკარა უპირატესობით ჩაიარა. მარიამმა მხოლოდ ორი გეიმის მოგება მოახერხა და პრაქტიკულად ბრძოლის გარეშე, 1:6, 1:6 დამარცხდა.
მანამდე ბოლქვაძემ პრაღის ტურნირის პირველ წრეში რუსი ვალერია სავინიხი სამ სეტში 2:6, 6:3, 6:4 დაამარცხა.