ზურიკო დავითაშვილი „როტორის“ გულშემატკივრებმა „ხიმკისთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ ქართველი ქომაგებმა მიჯრით მეორედ გამოარჩიეს, წინა ტურში მოსკოვის „სპარტაკთანაც“ საუკეთესო იყო.
დავითაშვილმა ხმების 49% დააგროვა და სოლიდური უპირატესობით აჯობა კამილ მულინსა (22%) და დანილ სტეპანოვს (19%). სხვათა შორის, ზურიკო „ხიმკისთან“ ექსპერტთა ვერსიითაც საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ჩვენებურმა „როტორში“ მხოლოდ 3 თამაში ჩაატარა, მაგრამ ესეც საკმარისი გამოდგა, რომ გუნდში თავისი სიტყვა ეთქვა. „როტორს“ 6 ტურში 2 ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა.
„როტორის“ ღირსებას ზურიკო დავითაშვილის გარდა ჯანო ანანიძე, სოლომონ კვირკველია, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი იცავენ.