ფეხბურთი

17:27 | 31.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი: "ქართველებს ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ და შეტევა უყვართ"

მოსკოვის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შესახებ ისაუბრა და თბილისის „ლოკომოტივზე“ კომენტარი გააკეთა.

„გასეგებია, რომ ეს გუნდი არ შეგვისწავლია. უახლოეს დღეებში ნამდვილად დავაკვირდებით მათ თამაშებს. ამ შემთხვავაში მხოლოდ ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ფეხბურთში ყოველთვის არსებობდნენ კარგი, ტექნიკური ფეხბურთელები და გუნდები ცდილობენ შემტევი ფეხბურთის თამაშს.

ჩვენ ყველა მეტოქეს პატივისცემით ვეპყრობით და სერიოზულად მოვემზადებით. ვეცდებით მონაწილეობა მივიღოთ ევროთასებზე და თუ უფრო შორს წასვლა გვინდა, მზად უნდა ვიყოთ, როგორც სახლში, ისე სტუმრად სათამაშოდ“, - აღნიშნა ნოვიკოვმა.

შეგახსენებთ, „ლოკომოტივი“ მოსკოვის „დინამოს“ 17 სექტემბერს თბილისში დაუხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118952