სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

14:54 | 31.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჩისკო "დინამო თბილისში" დაბრუნდა

„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსია. როგორც მოსალოდნელი იყო, ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა და ესპანელი უკვე თბილისში იმყოფება.

ჩისკომ გუნდში დაბრუნების შემდეგ პირველი ვარჯიშიც გამართა. მას თანამემამულეები რობერტო კუესტა და ხორხე აბელა დაეხმარებიან. ჩისკოს ჯერჯერობით უეფას პროლიცენზია არ აქვს, რის გამოც სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

შეგახსენებთ, ჩისკომ 2019 წელს „დინამოს“ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა, როდესაც გუნდს ფელის ვისენტესთან ერთად ხელმძღვანელობა. ფეხბურთელებოს პერიოდში კი ესპანელმა 2011-2015 წლებში თბილისური გუნდის ღირსება 127-ჯერ დაიცვა და 78 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115995