პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კი რეიტინგში რეგრესი განიცადა. ჩვენებურს რეიტინგში სამმა ჩოგბურთელმა: მილოშ რაონიჩმა, ფილიპ კრაიანოვიჩმა და იან შტრუფმა გადაასწრო.
ცინცინატის მასტერსზე ცუდი ასპარეზობის შემდგომ მან 3 საფეხურით უკან დაიხია და ქართველი ახლა 30-ე პოზიციაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა კორონავირისუთ გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდგომ პირველად სწორედ ცინცინატის მასტერსზე იასპარეზა და პირველივე შეხვედრაში კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან წააგო. ახლა კი ამერიკის პირველობისთვის ემზადება. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის მეტოქე ავსტრალიელი ჯონ მილმენი იქნება. აღნიშნული წყვილის დაპირისპირება 1 სექტემბერს გაიმართება.